13.07.2015 Views

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სამართალს ეხება. ამ შემთხვევაში, თუ პირი ერთი ქმედებით ჩაიდენს, როგორც სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობითგათვალისწინებულ სამართალდარღვევას, პროკურატურა ვალდებული იქნება სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ამ პირზე, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო - დააკისროსპირს ადმინისტრაციული სანქცია.თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადმინისტრაციულიორგანო ეროვნულ კანონმდებლობას არ დაარღვევს და უკანონო შემოწირულობისგანსახორციელებლად თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დამდებ სსკ-ს 164 1 -ემუხლით მსჯავდებულ პირს, ასევე დააკისრებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისშესახებ” კანონის 34 2 -ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმას - რაც არისშემოწირულების ხუთმაგი ოდენობა, მაშინ დაიღვევა ადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენცია. რადგან აღნიშნული კონვენციის სისტემაში სისხლის სამართლებრივ სანქციადდაკვალიფიცირდება პირის დაჯარიმება შემოწირულების ხუთმაგი ოდენობით. ეს კიგამოიწვევს კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 (1) მუხლით აკრძალულ ორმაგ დასჯას.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემას გააჩნია ავტონომიურიკრიტერიუმები კონკრეტული საქმის სისხლის თუ ადმინისტრაციული სამართლისთვისმიკუთვნების თაობაზე, რომელმაც დასაბამი აიღო „ენგელის საქმიდან“. 15 არსებობს სამიალტერნატიული ე.წ. „ენგელის კრიტერიუმი”:●●●კონკრეტული შემთხვევის კვალიფიკაცია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით;კონკრეტული ქმედების (სამართალდარღვევის) ხასიათი;სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ხარისხი და სიმკაცრე.შესაბამისად თუ აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენებით, კონკრეტული შემთხვევაჩაითვლება, რომ არის სისხლის სამართლებრივი ხასიათის, ევროპის ადმიანის უფლებათასასამართლო აღნიშნულ შემთხვევაზე გაავრცელებს სისხლის სამართლებრივი საქმისთვისდადგენილ მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს, მათ შორის კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 (1)მუხლით გათვალისწინებულ ორმაგი დასჯის აკრძალვას.ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობითპირის დაჯარიმება წარმოადგენს ენგელსის მესამე კრიტერიუმით განსახილველ საკითხს.მე-3 კრიტერიუმის დადგენისას ყურადღება ექცევა სანქციის თვისებებს 16 :ა) არის თუ არა სანქცია საზოგადოებრივი ხასიათის, ანუ შესაძლებელია თუ არა მისისუბიექტი საზოგადოების ყველა წევრი აღმოჩნდეს, თუ მხოლოდ პირთა ვიწრო წრეზეაგათვლილი;ბ) სანქციის მიზანი, მხოლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა თუ პირის სამაგალითოდასჯა, რომელსაც სხვა სამართალდარღვევათა პრევენციის ფუნქციაც აქვს (სისხლისსამართლებრივი სასჯელის განსაკუთრებული თვისება).აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენებით სისხლის სამართლებრივად დაკვალიფიცირდაშვედეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციები, რომლისოდენობა ვადა გადაცილებული გადასახადის 40%-ს შეადგენდა. 17კანონის 34 2 -ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა - შემოწირულობისხუთმაგი ოდენობა (500%), სრულად აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს.15Case of Engel and others v. the Netherlands, Application no. 5100/71; 5101/71; 5102/71; 5354/72; 5370/72;Judgment of 8 June 1976.16Case of Janosevic v. Sweden, Application no. 34619/97, Judgment of 23 July 200217იქვე14

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!