13.07.2015 Views

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

23 სექტემბერს ასევე დაკავებული იქნა მესტიის საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნების”წარმომადგენელი კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი. იგი დააკავეს ცესკოს წარმომადგენლის,არჩილ სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე, რომლის განცხადებითაც, 20 სექტემბერსჟორჟოლიანმა იჩხუბა და ხელი შეუშალა კომისიის მუშაობას. თუმცა კომისიის სხდომისოთხი წევრისა და ზოგიერთი თვითმხილვევლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, ჩხუბისა და ხულიგნობის ფაქტი არ მომხდარა. მათი განცხადებით, ადგილიჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას და ხმამაღალ კამათს. ადმინისტრაციულიდაკავების საფუძველი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობაა, რაც ითვალისწინებს სახდელს 100 ლარისოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღის ვადით. ჟორჟლიანს ზუგდიდისრაიონულმა სასამართლომ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამშემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას,საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, მათ შორის,კომისიის კოლეგიური გადაწყვეტილების საფუძველზე ხელშემშლელი ან წესრიგისდამრღვევი პირის სხდომიდან გაძევებას (საარჩევნო კოდექსი, მე–8 მუხლის მე–15 და მე–18 პუნქტები). შესაბამისად, მიუღებელია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსის გამოყენება, როდესაც შემთხვევა დარეგულირებულია იერარქიულად უფრომაღლა მდგომი და სპეციალური კანონით, როგორიცაა ორგანული კანონი – საარჩევნოკოდექსი.21 წლის სტუდენტი, ალექსანდრე ცაგარელი 24 სექტემბერს ღამით ივანე ჯავახიშვილისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგდააკავეს. თვითმხილველების თქმით, ცაგარელის დაკავებაში სპეცრაზმის სამი მანქანამონაწილეობდა. მათივე განმარტებით, ცაგარელი აჩერებდა ტაქსს, როდესაც მოხდა მისიაყვანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცაგარელის ადვოკატისშუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის და ქუჩის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულივიდეომასალის გახსნის შესახებ და მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.23 სექტემბერს დაკავებული იქნა „ქართული ოცნების” გორის რაიონის კოორდინატორიზვიად საბანაძე, ასევე გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი. მათი დაკავების მიზეზისაზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილისსიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრეთავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითწაეყენათ. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგიჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ 47 .22 აგვისტოს ბოლნისში „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნოე ახაშვილი დააკავეს 48 .პოლიციას დაკავების მიზეზისა და ბრალდების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.ასევე უცნობია „ქართული ოცნების“ წყალტუბოელი აქტივისტების გიორგი ბაბუნაშვილის დაბექა გიორხელიძის დაკავების მიზეზი, რომლებიც 6 სექტემბერს, ქუთაისში, ბერაივანიშვილის კონცეტრის დასრულების შემდეგ დააკავეს 49 .ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით „საერთაშორისოგამჭვირვალობა - საქართველომ” გააკეთა განცხადება 50 , სადაც მოუწოდა საქართველოსხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ საქართველოში დღეს არსებულივითარება და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიიღონ მსგავსიტიპის ზომები.47http://police.ge/index.php?m=222&newsid=352548http://info9.ge/?l=G&m=1000&id=304349http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=57650http://transparency.ge/post/general-announcement/gantskhadeba-dakavebebis-shesakheb23

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!