13.07.2015 Views

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

II.პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაწინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით კი სექტემბრის ბოლოს, პოლიტიკური ნიშნითზეწოლის ფაქტების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებსსაარჩევნო გარემოს და უკიდურესად ზრდის დაძაბულობას პოლიტიკურ გაერთიანებებსშორის. 19 სექტემბრის შემდეგ გახშირდა „ქართული ოცნების” აქტივისტებისადმინისტრაციული წესით დაკავებები, ფიზიკური ანგარიშსწორებები და მუქარები, რამაცსაგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. ამასთანავე, იყო შემთხვევები, როდესაც გაურკვეველიმიზეზებით დააპატიმრეს სამოქალაქო აქტივისტები და ერთი სტუდენტი.1. დაკავება/დაპატიმრებაწინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მხარდამჭერებისა დამათი ახლობლების დაკავების და დაპატიმრების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, რასაცპოლიტიკური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოება,რომ განხორციელებული დაკავებები არ ეფუძნება მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს 44 .ასავე საგულისხმოა, რომ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში „ქართული ოცნების”ათეულობით აქტივისტი და კოალიციასთან დაკავშირებული პირი დააპატიმრეს.დაკავებულთა ზუსტი ციფრის დასახელება საკმაოდ რთულია, რადგანაც ასეთი ფაქტებისგანსაკუთრებული გახშირების გამო, შეუძლებელია მათი გადამოწმება და დანამდვილებითრამის თქმა. „ქართული ოცნება” ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური მოტივითდაკავების 60-მდე შემთხვევაზე საუბრობს, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანის,გიგა ბოკერიას თქმით, სულ დაახლოებით 30 ადამიანია ადმინისტრიციული წესითდაკავებული 45 . მოკლე დროის პერიოდში ასეთი სახის საეჭვო დაკავებები წარმოშობსვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირებისმიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება. აღნიშნული შემთხვევებიდანრამდენიმე განსაკუთრებით ყურადსაღებია.21 სექტემბერს თბილისში ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენისთვისდაკავებულ იქნა ოთხი პირი – დავით ფაცაცია, ზურაბ მესხია, შოთა ბაზერაშვილი დაკონსტანტინე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულსამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 46 წაუყენა. ფაცაციასა და მესხიასშეეფარდათ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამოქალაქოაქტივისტები დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი იქნენ დაკავებულნი. მათ 10 დღიანიადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოში განვითარებული მოვლენებისფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ცაგურია აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდებისსაპროტესტო აქციების ორგანიზებაში, მისი დაკავების ფაქტი დამატებით ეჭვებს წარმოშობს.ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება ცალსახად პოლიტიკურად იყომოტივირებული.44რაც ასევე „ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-5მუხლის მოთხოვნაცაა, მიუხედავად დაკავების სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციულიხასიათისა.45http://www.nsc.gov.ge/geo/news.php?id=621346სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურისამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ანმოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.22

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!