13.07.2015 Views

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

აღმოჩნდა, რომ უმარტივეს დეტერმინირებულ არაწრფივ სისტემებში არსებობს როგორცმდგრადი მოწესრიგებულობა, ასევე მდგრადი ქაოსი. საწყისი მონაცემების მცირე ცვლილებებზემარტივი დეტერმინირებული სისტემების რეაქცია კი ნახტომისებრია.უახლესი მეცნიერული მიმართულებები ქაოსისა და ფრაქტალური თეორიების საგანს,სტრუქტურას განიხილავს, როგორც ერთიანს, ოღონდ სხვადასხვა მრავალგანშტოებიანიმასშტაბის ჭრილში. ქაოსის თეორია, ფრაქტალური მიდგომა საგნის ერთიანობიდან ამოდის დასაგნის არსს ეყრდნობა [1]. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლე იმ ფორმით როგორიც დედამიწაზეა,შესაძლებელია შექმნილიყო მხოლოდ ისეთ პლანეტარულ, რეკურსულ სისტემაში, როგორიცმზის სისტემაა. საერთოდ, მდგრადი სტრუქტურები არის მხოლოდ პერიოდული,განმეორებადი, ევოლუციური პროცესების შედეგი. მათემატიკურად - ევოლუციური,რეკურსული პროცესები ზოგადად გამოისახება შემდეგი სახით: xi+1=f(xi, G), სადაც xi პროცესისმდგომარეობაა დროის i მომენტისათვის, G - სამყაროს კანონები.ირკვევა, რომ ის მარტივი გარდაქმნები, რომლებითაც იქმნება „რთული ცოცხალიორგანოები“, ჩადებულია ადამიანის გენეტიკურ კოდში. დნმ-ში ჩადებულია ისეთი მარტივიპროგრამული „სისტემა“, რომელიც განმეორებადი, განშტოებადი უნივერსალურიპროცედურების შესრულებას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთი პროცედურებითაა „აგებული“ადამიანის ორგანოები (ბრონქების, სასუნთქი ორგანოების სტრუქტურა და სხვა), სწორედასეთი ალგორითმებით ქმნის Error! Not a valid link. ყოველივე ხილულსა და უხილავს.უახლესი მეცნიერული დისციპლინების, ქაოსისა და ფრაქტალების თეორიების თანახმად,ყოველ იტერაციულ, რეკურსულ, ევოლუციურ, განმეორებად ალგორითმებს, გარკვეულისაწყისი პირობების შემთხვაში, მდგრად სტრუქტურებამდე მივყავართ [1].ფრაქტალურობა (fractalus ლათ.-დატეხილი, წილადური), პირველ ყოვლისა, “შინაგანიმსგავსებაა”. ფრაქტალური გეომეტრია ის ერთადერთი მოდელია, რომელიც საშუალებასგვაძლევს, აღვწეროთ ყველა რეალური, ბუნებრივი პროცესი. ფრაქტალური გეომეტრიაბუნებრივ პროცესებში არსებულ მაორგანიზებელ სტრუქტურებს მოიცავს. ფრაქტალები არიანისეთი გეომეტრიული ობიექტები, რომლის ყოველი ნაწილი თვითმსგავსია.ფრაქტალის სტრუქტურა ცვალებადია, მაგრამ, ამასთანავე, მისი ყოველი ნაწილი სრულიადმთელის თვისებებსა და მახასიათებლებს მოიცავს და ასახავს. სამყარო ფრაქტალურია.მათემატიკურ ლიტერატურაში სიტყვა “ქაოსში” იგულისხმება დეტერმინირებულიდინამიკური სისტემების, იტერირებული ასახვის, ევოლუციური სისტემების თვისებები,კერძოდ, სისტემის დამოკიდებულება პარამეტრების საწყისი მნიშვნელობების მიმართ.შემთხვევითი, სტოქასტიკური პროცესი წარმოადგენს სულ სხვა მოვლენას და „ქაოსისაგან“სწორედ დეტერმინირების არსითაა განსხვავებული. ქაოსი არის სრულიად მოწესრიგებულიდეტერმინირებული პროცესის შედეგი, მასზე მომქმედი გარე პარამეტრების გარკვეულიმნიშვნელობების დროს.ნახ.2-ზე მოყვანილია ფრაქტალური სტრუქტურის –სერპინსკის ხალიჩის – მიღების ალგორითმი. ბუნებაში დაადამიანთა ნახელავში უამრავი მაგალითია, რომლებიცსერპინსკის ხალიჩის სამგანზომილებიან ანალოგსწარმოადგენს. ნახ. 3-ზე მოყვანილია ფრაქტალურიარქიტექტურის ნიმუში (ავტორი ქრისტოფ ჰორმანი; http://mathpaint.blogspot.com/2007/02/fractaltemple.html).აუცილებელია შევნიშნოთ, რომ სერპინსკის ხალიჩა და ანალოგიურიფრაქტალური კონსტრუქციები მხოლოდ და მხოლოდ განშტოებათა წერტილებისგან შედგება.აღსანიშნავია ისიც, რომ ფრაქტალური ობიექტის მოცულობასა და ზედაპირის ფართს შეიძლებაერთი და იგივე განზომილება ჰქონდეს [1].მეცნიერებამ ქაოსის შესახებ დაგვანახა, რომ სამყაროში ყოველი გარე გამოვლინებაიმართება ოთხი „ძალის“ მეშვეობით, რომლებსაც მოუწესრიგებულობა, ქაოსი (ჩვენ მიერმოუწესრიგებლობად აღქმული) მოწესრიგებულობაში გადაჰყავთ. მათ ატრაქტორებსუწოდებენ. ატრაქტორი - ესაა პროცესის, ევოლუციის (ტრაექტორიის) საბოლოო სახე. სამყარო12

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!