წყალსადენი, მტკვრის სანაპიროები, აბრეშუმისა და მაუდის ფაბრიკები, პურისა დააგურის ქარხანა და სხვა.საბჭოთა ხელისუფლების პირველი ათწლეულის მნიშვნელოვანი მონაპოვარიანატახტარი–თბილისის ახალი წყალსადენის გაყვანა და ქალაქში წყალმომარაგებისსაკითხის მკვეთრი გაუმჯობესება. ყურადღებას იქცევს პურის ქარხნის ის შენობა(ავტორი უცნობია), რომელიც დღემდე არის შემორჩენილი ნონეშვილისა დაფოცხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე და არის საბჭოთა კონსტრუქტივიზმისსაუკეთესო ნიმუში. მიზანშეწონილი იქნებოდა მისი აღდგენა პირვანდელი სახით დაგათავისუფლება მრავალი გვიანდელი მინაშენებისაგან.მსხვილი ქალაქთმშენებლობითი ობიექტია “ტრამვაის მუშების სახლები” (ამდასახელებითაა ალბომში შეტანილი), რომელიც არის პირველი ცდა მიკრორაიონისკომპლექსური დაგეგმარებისა (ავტორი, არქ. დ.ჩისლიევი). 12 შენობის არქიტექტურასადა დეკორში გამოყენებულია ეროვნული არქიტექტურის თემები, სამყურა თაღები,რელიეფები და ორნამენტები. ამავე ავტორს ეკუთვნის ამ პერიოდში რუსთაველისგამზირზე აგებული “ზარია ვოსტოკას” (გამომცემლობა) შენობა, რომელიც არისთბილისში საბჭოთა კონსტრუქტივიზმის იშვიათი და ძალზე მნიშნელოვანი მაგალითი.საინტერესოა, რომ დ. ჩისლიევს ეკუთვნის რუსთაველის გამზირზე გასაბჭოებამდეაშენებული “ოფიცერთა სახლის” არქიტექტურა, რომელიც მოიცავს რუსული ამპირისსტილის ნიშნებს.იმ პერიოდის საბჭოთა არქიტექტურის მიმართულებაზე და არქიტექტორთაშესაბამის სტილისტურ ძიებებზე მეტყველებს როგორც დ. ჩისლიევის, ასევეარქიტექტორ გ. ტერ-მიქელოვის სტილისტური მეტამორფოზები. თუ მისი სასტუმრო“მაჟესტიკი” (20-იან წლებში – პროფკავშირების შენობა) არის ევროპული ბაროკოსსტილის ბრწყინვალე ნიმუში, მისივე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი “ბანკისმუშაკებისათვის” (ჭონქაძის ქუჩაზე) გადაწყვეტილია კორბიუზიესეულიფუნქციონალიზმის არქიტექტურის პრინციპების გამოყენებით. ამავე სტილის ნიშნებიიკვეთება დიდუბეში აგებული აბანოს შენობის არქიტექტურაში.ყურადღებას იქცევს ХХ ს. 20-30-იანი წლების მიჯნაზე გამოკვეთილი ახალიეროვნულ-ისტორიული არქიტექტურის სტილისტური მოტივები, რომლებიცგამოვლინდა ისეთი შენობების არქიტექტურაში, როგორიცაა კინოსტუდიის შენობადავით აღმაშენებლის გამზირზე (არქ. მ. ბუზ-ოღლი), <strong>საქართველოს</strong> მუზეუმის შენობარუსთაველის გამზირზე (არქ. ნ. სევეროვი), კონოთეატრის შენობა ნავთლუღში და სხვა.ერთადერთი საპროექტო წინადადება, რომელიც წარმოდგენილია ალბომში, არის ე.წ.“კოჯრის ელექტროგზის” ორი სადგური. ეს 24 – კილომეტრიანი გზა უნდა გაეყვანათსოლოლაკიდან კიკეთამდე, რომელიც წელიწადში 1,5 მლნ. მგზავრს გადაიყვანდა.პროექტი არ განხორციელდა.საგულისხმოა, იმდროინდელი ქალაქის იერსახის სწრაფი ცვლილება – გაქრა დაწაიშალა ძველი თბილისის ისეთი მახასიათებელი ნიშნები, როგორიც იყო ეთნიკურიუბნები, ამქრები, ბაზრები, ფაეტონები და ტივები, დუქნები და რესტორნები, სავაჭროქუჩები და ქუჩის ვაჭრები. იწყება ინდუსტრიალიზაცია, ქარხნების, სანაპიროების დამრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ჩნდება ტრამვაი დაავტოტრანსპორტი, საზოგადოებრივი კვებისა და კულტურის ობიექტები,იდეოლოგიური პროპოგანდის სააგიტაციო ძეგლები და მონუმენტები.7
რეზიუმემოხსენებში ნაჩვენებია ის არქიტექტურული ობიექტები, რომელებიც აიგო საბჭოთახელისუფლების მიერ ქ.თბილისში 1921- 1931 წლებში. ეს ობიექტები თავმოყრილი იყოსპეციალურ ფოტოალბომში, რომელიც გამოსცა ქალაქის საბჭომ 1931 წელს. ამჟამად ესალბომი წარმოადგენს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას. სტატიას თან ახლავს 10ფოტოსურათი.Первое десятилетие советской архитектуры в ТбилисиРезюмеАмиреджиби К.В докладе представлены те архитектурные объекты, которые были реализованысоветской властью в Тбилиси с 1921 по 1931 год. Эти объекты были опубликованы вспециальном фотоальбоме, изданном Городским Советом в 1931 году, и в настоящее времяданный альбом представляет собой библиографическую редкость. Доклад содержит 10фотоиллюстраций.First Decade of Soviet Architecture in TbilisiResumeK. AmirejibiThe report addresses to those architectural objects that have been implemented in Tbilisi bythe Soviet authorities within the years of 1921-1931. These objects were printed in the specialphoto- album published by the city council in 1931 and now the album is a bibliographicalrarity. 10 photos are attached to this report.8