13.07.2015 Views

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

წარმოებებისთვის მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯები გაცილებით უფრონაკლებია, ვიდრე ლოკალურად განლაგებული საწარმოებისათვის.ახალ ეკონომიკურ პირობებში, ცენტრში განლაგებული ნებისმიერი საწარმოს ქალაქისფარგლებს გარეთ გატანა და გათავისუფლებული ტერიტორიების ადაპტირება,კომერციული და სოციალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხელსაყრელია თვითსაწარმოსთვისაც განსაკუთრებით მაშინ, თუ კი მას სანიტარიული ზონა გააჩნია, რომელიცშესაძლოა ადაპტაციის შემდეგ ქალაქისათვის სასარგებლო ტერიტორიად გარდაიქმნას,ხოლო ამ ტერიტორიის ახალი ფუნქციით გამოყენებით მიიღებული სახსრები საწარმოსქალაქგარეთ, ახალ ადგილზე განვითარებისათვის ინვესტირდეს.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინდუსტრიული არქიტექტურის რევიტალიზაციის ერთ-ერთწინაპირობას ქალაქების პოსტსამრეწველო რაიონების განვითარების აუცილებლობაწარმოადგენს.მიზანშეწონილი იქნება, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სამრეწველო ობიექტებისსაწარმოო ფუნქციის ნაწილობრივი ან მთლიანი შეცვლა განისაზღვროს შემდეგი ისეთიასპექტების გათვალისწინებით როგორიცაა: ქალაქის მიერ საწარმოს მიმართ დაყენებულიმოთხოვნათა კომპლექსი, საწარმოს რენტაბელურობა, სამეურნეო-ეკონომიკურსტრუქტურაში მისი როლი, წარმოების გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და ხასიათი,საწარმოო ტერიტორისა თუ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ- ესთეტიკური სახე.მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამრეწველო შენობებს შორის ზოგჯერ არისხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ძეგლები, უნიკალური შენობები და თუმცა ტიპური,მაგრამ კონკრეტულ ადგილს კარგად მორგებული, გარკვეული ეპოქისა თუ დროისდამახასიათებელი ტენდენციების მატარებელი ობიექტები. ეს მეტად საყურადღებოფაქტორია, რადგან საზოგადოებისათვის შენობის განსაზღვრულ ისტორიულ პერიოდთანკუთვნილება მის მნიშვნელობას განაპირობებს.აქედან გამომდინარე, რევიტალიზაციის პროცესში სამრეწველო ობიექტისა თუკომპლექსების შეცვლის ხარისხი დამოკიდებული უნდა იყოს ამ ობიექტის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებაზეც, რადგან არქიტექტურული გარემოს ისტორიულიცვლილების პროცესში ეს შენობები ადამიანებისათვის წლების განმავლობაშისახეშეუცვლელ ნაცნობებად რჩებიან და ადგილის იდენტიფიკაციის ერთ-ერთმახასიათებლად გვევლინებიან. ისინი გვახსენებენ, რომ ქალაქსა თუ მის რაიონს მდიდარი,თუმცა არაერთმნიშვნელოვანი ისტორია გააჩნია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თანამედროვეგანაშენიანება და ნაგებობები, რომლებიც სამრეწველო ობიექტებს მჭიდროდ აკრავთგარშემო, არქიტექტურული გადაწყვეტების მაღალი ხარისხით არ გამოირჩევიან და ეს”ინდუსტრიული შენობები” უფრო მეტი ღირებულების მატარებლები არიან.ძველი შენობა-ნაგებობების რევიტალიზაციის პროექტებზე მუშაობისას, ჩვეულებრივ,ჩნდება მათ აღებასა თუ შენარჩუნების პროცესთან დაკავშირებული ისეთი სადავოსაკითხები, როგორიცაა: ეკონომიკური ასპექტები, ასეთი შენობების აღების დროსგარემომცველ გარემოსა და ლანდშაფტზე ნეგატიური ზემოქმედებისა და დატვირთვისფაქტორები, ადგილის იდენტიფიკაციის, ისტორიულობის საკითხი და მრავალი სხვა.ჩამოყალიბებულ ქალაქურ გარემოსა და საზოგადოების ახალ მოთხოვნებს შორისწინააღმდეგობა შესაძლებელია დაძლეული იქნეს მხოლოდ სამრეწველო კომპლექსებისარსებითი გარდაქმნითა და მათი რევიტალიზაციით. ასეთ შემთხვევაში რევიტალიზაციაშიიგულისხმება სამრეწველო ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაშეცვლილი ფუნქციით, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საკითხის ეკონომიკური მხარე ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც რევიტალიზაციის პროცესის განვითარებაზე ახდენსგავლენას. მნიშვნელოვანია ასევე ამ პროექტების ეკოლოგიური ეფექტურობაც.სამრეწველო ტერიტორიების რევიტალიზაცია და შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციასაშუალებას იძლევა ეფექტურად იქნეს გაკონტროლებული ურბანული სივრცითი გარემოსგანვითარება. სამრეწველო კომპლექსების თანამედროვე და ხელახალი გააზრების პროცესი46

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!