13.07.2015 Views

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მდინარისპირა ქალაქების ბუნებრივი პირობების გამოყენება მათი ინდივიდუალურისახის უკეთ გამოვლენის მიზნით არქიტექტორისთვის უმნიშვნელოვანეს პროფესიულ ამოცანასწარმოადგენს. განსხვავებული ნაპირების ურთიერთგავლენა და სივრცითი კავშირი მეტადარსებითი საკითხია მდინარისპირა ზონის არქიტექტურულ-მოცულობითი განაშენიანებისდროს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შედარებით მცირე შენობები დაიკარგებიან დიდი დამასშტაბური მდინარის ფონზე, ხოლო დიდი შენობები პირიქით, ვიზუალურად შეამცირებენწყლის ისედაც მცირე არტერიას.ამიტომ არქიტექტორის წინაშე დგას შემდგომი ამოცანა, რომ მან სწორად შეაფასოსარსებული სიტუაცია, შეძლოს განაშენიანების დროს მდინარის სიგანეს, მის მიმდებარეტერიტორიებსა და ქალაქს შორის ზუსტი პროპორციის მოძებნა.ასევე უნდა შევეცადოთ მდინარის ბუნებრივი გარემოს იერსახის გამოყენებისსაშუალებით მივაღწიოთ ისეთ არქიტექტურულ-მოცულობით ეფექტებს, რომლებიცდაკავშირებულია ქალაქის ადგილობრივ თავისებურებებთან.ქალაქის არქიტექტურულ-გეგმარებით სტრუქტურაში სანაპიროების კეთილმოწყობისმიზნით, მდინარის, როგორც ხერხემლის გამოყენების დროს, პირველ რიგში უნდა დაზუსტდესმის გასწვრივ მდებარე მონაკვეთების დანიშნულება, მისი მთლიანი მოცულობით-სივრცითიგადაწყვეტის ხერხები, შენობების ტიპები, განაშენიანების ხასიათი, ნაგებობებისსართულიანობა და მათი პროპორციები. ამასთანავე უნდა გამოვლინდეს სხვადასხვაარქიტექტურული ანსამბლების პანორამული აღქმის ადგილები და გეგმარებითი ხერხებისგამოყენებით მოხდეს მათი ფიქსირება.შენობები, რომლებიც ფასადებით სანაპიროზე გამოდიან, სიმაღლეში არ უნდა იყოსმდინარისპირა ზოლის სიგანის ნახევარზე მეტი. უფრო ზოგადი გამოთვლებით მოცულობითიგანაშენიანების დროს შენობის სიმაღლის შეფარდება მდინარის სიგანის მიმართ უნდაუტოლდებოდეს 1:10 ან 1:15 პროპორციულ სიდიდეებს.სანაპირო ზონის მოცულობითი ორგანიზების მოწესრიგების მიზნით დიდი მნიშვნელობაენიჭება ხიდებს, როგორც მდინარის სივრცის განივად გამყოფ ღერძებს, რომლებიც მდინარისსანაპიროს სხვადასხვა მონაკვეთზე თავისებურ განუმეორებელ კომპოზიციურ გარემოს ქმნიან.ასევე მდინარისპირა მოცულობითი განაშენიანების ორგანულ დანამატს წარმოადგენსმწვანე ნარგავები, რომლებსაც არა მხოლოდ სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულება აქვთ,არამედ სანაპიროების კეთილმოწყობის და გაფორმების ძირითად საფუძველს წარმოადგენენ.ქალაქსა და მდინარეს შორის არსებული ძირითადი ურთიერთკანონზომიერებანისაფუძვლად უნდა დაედოს სანაპირო ზონების სივრცითი ორგანიზების და მათიარქიტექტურულ-გეგმარებითი საერთო პრინციპების შემუშავებას.ამის პარალელურად სანაპირო ზონაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენსგანაშენიანების და რელიეფის თანაფარდობა.მიზანშეწონილი იქნება, რომ სანაპიროს რელიეფის ამაღლებული ადგილებიგავაძლიეროთ არქიტექტურული ანსამბლებით და ვერტიკალური აქცენტური რიტმებით(მაგალითად, მეტეხი, ივერია და სხვ.).მსგავსი არქიტექტურულ-მხატვრული ხერხების გამოყენების საშუალებით შესაძლოამიღწეული იქნას სანაპიროთა პანორამის კონტრასტულობის უზრუნველყოფა და ქალაქისსაერთო სილუეტის გამომსახველობითი უნარის გაძლიერება.ასეთი კანონების ცოდნა არქიტექტორს საშუალებას აძლევს კომპოზიციური ხერხების დაელემენტების გამოყენებით შექმნას ან შეცვალოს ცალკეული ნაგებობის, თუ მთელიკომპლექსური სტრუქტურის მასშტაბები, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწორი სივრცითიაღქმისათვის.24

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!