13.07.2015 Views

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გვირაბისებრი კონსტრუქცია (სხვათა შორის, ხელგაშლილ მეცენატსაც უნდაგავაგებინოთ, რომ ყველაფერი არც მისთვისაა დაშვებული). გვაქვს კვაზიმიწისქვეშანაგებობებიც, მაგ., ვარდების რევოლუციის მოედანზე, რომელიც ხევის გადახურვითმოეწყო და ვერასგზით ვერ ჩაეწერა თბილისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.თბილისის მიწისქვეშეთის ათვისების მაგალითების ეს მწირი ჩამონათვალისულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ურბანისტიკა ქალაქგანვითარების, ასევთქვათ, 3-D ფორმატს მიზანდასახულად იყენებს; ყველაფერი, რაც მიწისქვეშ ხდება,ჩვენთვის იძულებითი ხასიათისაა და მოკლებულია მიწისქვეშა ურბანისტიკისემანსიპირების, მისი სრულფასოვნების ხედვას, რითაც ევროპის ქალაქები დიდი ხანიაგატაცებულია.ანტიკური რომის კატაკომბებსა და `Cloaca Maxima~-ს რომ თავი დავანებოთ,გავიხსენოთ თუნდაც პარიზის ოსმანისეული რეკონსტრუქცია, რომელიც,საყოველთაოდ ცნობილი მიწისზედა დაგეგმარება-განაშენიანების გარდა, მიწისქვეშასაინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებდა. კიდევუფრო მნიშვნელოვანი მაგალითია XIX საუკუნის შუაპერიოდში ლონდონისკომუნალური მეურნეობის, უწინარესად, წყალსადენ-კანალიზაციის მოწყობისგრანდიოზული სამუშაოები. სწორედ ამ სამუშაოებმა ახალი ხარისხი შესძინალონდონის ურბანულ გარემოს და, ზოგადად, ქალაქგანვითარების ახალ, პირდაპირიგაგებით, ჯანსაღ ეტაპს დაუდო სათავე.ამას მოჰყვა მსხვილ ქალაქებში მეტროპოლიტენების ერა, რომელიც ხარისხობრივევოლუციას დღესაც აგრძელებს. საერთო სოციოლინგვისტური ინდიკატორი – თუადრე ლონდონურ ჟარგონზე მეტროს tube–ს, ანუ “მილს“ უწოდებდნენ, დღესლონდონის, და არა მარტო ლონდონის, მეტროს მიწისქვეშა სადგურებიგანვითარებული, საზოგადოებრივი ფუნქციებით გამდიდრებული, კომფორტული დამიმზიდველი ორგანიზმებია. მეტიც, სწორედ თანამედროვე ქალაქელთა მკვეთრადგაზრდილმა მობილობამ და სატრანსპორტო მომსახურებისადმი კრეატიულმამიდგომამ ქალაქის მესვეურებს, არქიტექტორ-ურბანისტებს, დეველოპერებს გაახსენამიწისქვეშა ურბანიზმის აუთვისებელი პოტენციალი, ხატოვნად რომ ვთქვათგადაიყვანა 3-D ფორმატის აზროვნებაზე.ამ პროცესში ერთ-ერთი ლიდერი საფრანგეთი და მისი დედაქალაქია, რაც,ბუნებრივია, არის მიწისქვეშა ურბანიზმის ისეთი აპოლოგეტების დამსახურაბა,როგორებიც იყვნენ ენარი და ედუარდ უთუჯიანი. პარიზის მიწისქვეშა სატრანსპორტო-კომუნიკაციური კვანძი ერთ-ერთი ბრწყინვალე რეალიზაციაა სწორედ 3-Dაზროვნებისა, რომლის შედეგად გადაწყვეტილია მგზავრთანაკადების სივრცით-გეგმარებითი ორგანიზებისა და საზოგადოებრივი, სავაჭრო, გასართობი ობიექტებისშერწყმა. ამგვარი სინკრეტიზმი დღეს ანბანურ ჭეშმარიტებად იქცა.მით უფრო სავალალოა ჩვენი ბოლოდროინდელი მაგალითი თბილისისსაერთაშორისო აეროპორტისა, რომლის ძირითადი ტექნოლოგიური კორპუსითითქოსდა საერთოდ დაშორებულია მგზავრთა მოხერხებული მომსახურებისთვისახლად აგებული სარკინიგზო ტერმინალისგან. აქ ზედმეტია საუბარი 3-D აზროვნებაზე;დაგეგმარების იდეის ავტორებისთვის, როგორც ჩანს, 2-D ფორმატიც მიუწვდომელია დადაპროექტებისას ისინი ხელმძღვანელობდნენ რკინიგზის მეისრის ფილოსოფიით. . .დავუბრუნდეთ ევროპას და გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე რეზონანსულიმაგალითი: არნჰემის ცენტრალური რკინიგზის სადგური (ჰოლანდია); პერუჯას(იტალია) მინი-მეტრო, (პროექტის ავტორი– ჟან ნუველი); კარლსრუეს (გერმანია) U-32

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!