13.07.2015 Views

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

ჟურნალის ელექტრონული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ტერიტორიაზე წარმოდგენილი ყველა დარგობრივი მეურნეობის ობიექტის ინტეგრაციისმთავარი ინსტრუმენტის ფუნქცია განეკუთვნება ქალაქგეგმარებას. იგი ტერიტორიულიკომპლექსის ყველა ქვესისტემის ჰარმონიზირებული მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულიქალაქთმშენებლობითი პროფესიული მოღვაწეობის სფეროა;• ქალაქთმშენებლობაში სამართლებრივი რეგულირების მთავარ ინსტრუმენტადგანიხილება „უფლებრივი ზონირება“ (მიწათსარგებლობისა და განაშენიანების წესები),რომელთა შემუშავებაც არ შეიცავს კომპლექსურ ქალაქთმშენებლობით კვლევებზედაფუძნებულ, ანალიტიკურ და საპროექტო სამუშაოებს, ექსპერტიზას, რაც „უფლებრივზონირებას” აქცევს ჯგუფური და კორპორატიული ინტერესების ლობირების ინსტრუმენტად,გზას უხსნის სუბიექტურ გადაწყვეტილებებს.2010 წელს გამოქვეყნებული „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“. სამოქმედო გეგმისშესრულების ანგარიში აღნიშნავს, რომ თანამედროვე ეტაპზე საქართველოში „არ არსებობსმდგრადი განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩამოყალიბებული არ არის სახელმწიფოხედვა ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციისათვის.რეფორმები და მაღალბიუჯეტიანი პროექტები ხორციელდება სპონტანურად, წინასწარიპოლიტიკისა და სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, შეფასებისა და პროგნოზირების გარეშე“.<strong>საქართველოს</strong>, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორის, მსოფლიო თანამეგობრობაშიინტეგრირება, სხვა პირობებთან ერთად, თხოულობს სტრატეგიული ტერიტორიულ-სივრცითიდაგეგმვის მეთოდებისა და ფორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშიმოყვანას.რეგიონულ ქალაქთმშენებლობით დაგეგმვასა და გადაუდებელ პროექტირებას საჭიროებსპრაქტიკულად ქვეყნის ყველა რეგიონი. ამავე დროს, პროექტირებას ართულებს სოციალურ-ეკონომიკური დასაბუთების თანამედროვე მეთოდებისა და უტყუარი სტატისტიკური ბაზის არარსებობა.დღეს მთლიანად მოშლილია და ფაქტობრივად აღარ არსებობს ტერიტორიულ-სივრცითიდაგეგმარება, როგორც სახელმწიფო სივრცით-გეგმარებითი ორგანიზაციის ერთიანი სისტემა.მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი პროექტების რეალიზაციის ფონზე განუზომლადიზრდება <strong>საქართველოს</strong> განსახლების გენერალური სქემის მნიშვნელობა. მათი რეალიზაცია,განსახლების იერარქიულ დონეზე შემუშავებული ეკოლოგიური და სოციალურ-კულტურულიფაქტორების მეცნიერული კვლევების გარეშე, ქვეყნის განსახლების სისტემის ნეგატიურიცვლილებების რეალურ საფრთხეს შეიცავს.საგანგაშო ხასიათს იღებს ქვეყნის მთელ მოსახლეობაში დედაქალაქის მოსახლეობისჰიპერტროფული მასშტაბის ხვედრითი წილი.ქვეყნის დანარჩენი ქალაქების დაბალი ეკონომიკური და სოციალურ-კულტურულიგანვითარების დონე აძლიერებს მიგრაციის ნაკადს ცენტრისკენ; იწვევს ქვეყნის განსახლებისსისტემის დეფორმაციას, რეგიონების აქტიური მოსახლეობისაგან გამოხშირვას და მათ სრულანემიას.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სტრატეგიული გეგმის შემუშავების კონტექსტშიგადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისდოკუმენტაციასთან ორგანულ მთლიანობაში მისი განხილვის საკითხი.ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა, როგორც უმაღლესი იერარქიული დონისქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, განსაზღვრავს ქვეყნის სივრცით-ტერიტორიულსტრუქტურას, განვითარების ცენტრების იერარქიას, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძებს 1 . ** სრული ჩამონათვალი იხ. <strong>საქართველოს</strong> კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლებისშესახებ. 2005 წ. მუხლი 18.4.56

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!