12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა,ევროპული პენიტენციალური წესები. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ,მონაწილეობა მიიღონ სპეციალური ადაპტაციის სასწავლო ჯგუფებში, რომელთაშექმნაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობაა“.სამწუხაროდ, ამ მუხლის პრაქტიკაში იმპლემენტაცია ვერ ხერხდება. არც ერთსასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითიდაწესებულების გარდა, არ მოქმედებს სკოლა ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამა,თუმცა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაშიც გარკვეულიპრობლემები ხვდებათ არასრულწლოვანთა მასწავლებლებს, რომლებიც განათლებისსამინისტროს თანამშრომლები არიან. არასრულწლოვანთა აღმზრდელობითდაწესებულებაში მოქმედებს 39-ე საღამოს სკოლა, რომელშიც პატიმრებიზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კურსით იღებენ განათლებას. ზემოაღნიშნული არარის რეკომენდებული, რადგან არასრულწლოვანი პატიმრის ინტელექტუალურიდონე ბევრად ჩამორჩება მის ასაკს და საშუალო სკოლის პროგრამას იგი ვერითვისებს.რეკომენდაცია: რეკომენდაციით მივმართავთ განათლების სამინისტროს,შეიმუშავოს სპეციალური პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება არასრულწლოვანიპატიმრების ინტელექტუალურ მაჩვენებლებზე.საგანმანათლებლო პროგრამა არც #5 საერთო და მკაცრი რეჟიმის საპყრობილეშიმოქმედებს, სადაც არასრულწლოვანი პატიმრები ზოგჯერ ერთ წელზე მეტ დროსატარებენ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცულიაპატიმრების განათლების მიღების უფლება. კერძოდ: 136-ე მუხლის მე-3 პუნქტისთანახმად, „...დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაშიმოთავსებულ არასრულწლოვანს აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოსზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით“.რეკომენდაცია: იუსტიციისა და განათლების სამინისტროებმა მაქსიმალურად მოკლედროში უზრუნველყონ არასრულწლოვანთა განათლების მიღება #5 საერთო დამკაცრი რეჟიმის საპყრობილეში.უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ საპყრობილეში არ ფუნქციონირებს ნორმალურიბიბლიოთეკა. სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო წიგნების შეგროვებასასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის და უახლოეს მომავალში გადასცემსსასჯელაღსრულების დეპარტამენტს.რეკომენდაცია: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბევრია წერა-კითხვისუცოდინარი პატიმარი, რომელთან მუშაობაც აუცილებელია და მნიშვნელოვნადმიგვაჩნია, პატიმართა განათლებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციისმინისტრისა და საქართველოს განათლების მინისტრის ერთობლივი ბრძანებისნორმების პრაქტიკულად ამოქმედება.108

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!