12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

უფლებათა კონვენციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის 136 მუხლით დაცული უფლებით, მიიღონ განათლებაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით. ეს მათი უფლების უხეში დარღვევაა.ელმირა ბაკიროვას საქმესაქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა მოქალაქე ელმირაბაკიროვამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების თაობაზე.როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, განქორწინების შემდეგმოქალაქე ელმირა ბაკიროვასა და ელშატ ემინოვს შორის წარმოიშვა დავა მათიმცირეწლოვანი შვილის რომან ემინოვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ.2001 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით რომან ემინოვის საცხოვრებელადგილად განისაზღვრა დედის - ელმირა ბაკიროვას საცხოვრებელი ადგილი. ელშატემინოვის ოჯახი არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბავშვი,რომელიც დავის მომენტში მამასთან იმყოფებოდა, არ დაუბრუნა ელმირა ბაკიროვას.უფრო მეტიც, მცირეწლოვანი რომან ემინოვი თვითნებურად წაიყვანა რუსეთში დასამი წლის განმავლობაში აღარ დაბრუნებულა საქართველოში. ელმირა ბაკიროვამწლების განმავლობაში მრავალჯერ მიმართა არაერთ ორგანოს დახმარებისათვის,თუმცა უშედეგოდ. მან სახალხო დამცველის აპარატს მომართა 2005 წელს. ელმირაბაკიროვა აცხადებდა, რომ 5 წლის განმავლობაში შვილი არ უნახავს, ვინაიდან მისიმამათილი მახალ ემინოვი არ აძლევს ამის საშუალებას. ზემოაღნიშნულიგადაწყვეტილების საფუძველზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიცაღსასრულებლად გადაეცა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს. ამდენად,ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მივმართეთ ქვემო ქართლის სააღსრულებობიუროს უფროსს, ბატონ დავით ჯაჭვაძეს, რომელმაც განგვიმარტა, რომ საქმისაღსასრულებლად მიღებული იყო ყველა ზომა, მაგრამ მცირეწლოვანი რომანემინოვის წინააღმდეგობის გამო ის ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი.აღნიშნული ფაქტი უდავოდ მიანიშნებს სააღსრულებო ბიუროს სისუსტეზე დაიქმნება შთაბეჭდილება,რომ სააღსრულებო დეპარტამენტს არ ჰყავს არ შეწევს ძალა,რომ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებანი, მაშინაც კი, როცაწინააღმდეგობას უწევს მცირეწლოვანი ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ემინოვები ბავშვისგადაცემის წინააღმდეგობის მოტივად ყოველთვის ასახელებდნენ ბავშვისჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, განმარტავდნენ, რომ დედის ხსენებაზე ისცუდად ხდებოდა და არ ჰქონდა სურვილი მასთან ურთიერთობის, აგრეთვე ისმკურნალობდა ფსიქიატრთან. საკითხის შესწავლის მიზნით, უპირველესად,სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წავიდნენ მარნეულის რაიონისსოფელ პირველ ქესალოში ემინოვების ოჯახში, რათა პირადად ენახათ, რეალურადრა რეაქცია ჰქონდა ბავშვს დედის გახსენებაზე და რა პირობებში იზრდებოდა იგი.როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილზე ძალიან სავალალო მდგომარეობა დახვდათ,ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მუდმივად ესმის მხოლოდ უარყოფითი338

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!