12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მიმდინარე წლის 24 ივლისს, ქ.გურჯაანში ენერგოდისტრიბუციის ოფისთანგაიმართა მომხმარებელთა საპროტესტო აქცია. მას ესწრებოდნენ მედიისწარმომადგენლები. მათ შორის გაზეთ ,,კახეთის ხმის“ თანამშრომლები.აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ოფისის შესასვლელი კარი და შეაფერხესორგანიზაციის ფუნქციონირება. აღნიშნულის აღსაკვეთად გურჯაანის შსსამმართველომ მიიღო შესაბამისი ზომები. შენობის კართან გააკეთეს კორდონირათა აღდგენილიყო ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმი. ამ დროს პოლიციელთა შორისიყო სადისტრიბუციო კომპანიის გურჯაანის განყოფილების უფროსის ძმაგურჯაანის შს სამმართველოს კომენდანტი დ.ჭუბურიძე, რომელმაცგანმცხადებლების თქმით არაადეკვატური ფიზიკური ძალა გამოიყენა აქციისმონაწილეთა მიმართ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებსა დაჟურნალისტებს, რის შედეგად გაზეთის ფოტორეპორტიორი წაიქცა და დაემტვრაფოტოკამერა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ.ჭუბურიძე არის პოლიციისკომენდანტი, ევალება მხოლოდ სამეურნეო საქმიანობის განხორციელება დაგაურკვეველია რატომ ასრულებდა პოლიციელის უფლებამოსილებას შემთხვევისადგილზე.აღნიშნულ ფაქტზე გურჯაანის რაიონის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება.სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს დ.ჭუბურიძეს და გურჯაანის შს სამმართველოს უფროსსშ.ბეჟანიშვილს.აქციის დარბევა სიღნაღშიმიმდინარე წლის 15 ივლისს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში გაიმართასაპროტესტო აქცია. აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმით,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისწარმომადგენლები. გარკვეული პირები დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს დაფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაშალეს მათი მსვლელობა.სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა იმავე დღეს მოინახულეს და ახსნაგანმარტებები ჩამოართვეს აქციის მონაწილეებს. მათი განცხადებით, არსებობდასაფუძვლიანი ეჭვი, რომ აქციის ჩაშლა დაგეგმეს და განახორციელეს თანამდებობისპირებმა.იმავე დღეს სინაღის რაიონის შს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება და მოწმისსახით დაიკითხა აქციის არაერთი მონაწილე და თვითმხილველი.,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად,ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდებისმოთხოვნით მივმართეთ სიღნაღის რაიონულ პროკურორს დ.კოჭლამაზიშვილს.257

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!