12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

III – უფლება ინფორმაციაზე„ყველას აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე,რომელიც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანდაცვის მომსახურებასდა მათდამი ხელმისაწვდომობის ფორმებს და არსებული სამეცნიერო კვლევებისადა ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.”ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებმა, ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებლებმადა ჯანდაცვის პროფესიონალებმა პაციენტებს უნდა მიაწოდონ მათთანდაკავშირებული ინფორმაცია, ინდივიდუალურად, პაციენტის რელიგიური,ეთნიკური ან ლინგვისტური თავისებურებების გათვალისწინებით. ჯანდაცვისსამსახურების მოვალეობაა, ყველა ამ ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობისუზრუნველყოფა, ბიუროკრატიული დაბრკოლებების მოხსნა, ამ მხრივ ჯანდაცვისმომსახურებათა მიმწოდებლების განსწავლა და საინფორმაციო მასალებისმომზადება და გავრცელება. პაციენტს უფლება აქვს მისი კლინიკურიდოკუმენტაციისა და სამედიცინო ჩანაწერების პირდაპირ ხელმისაწვდომობაზე,მათი ქსეროასლების გადაღებაზე, მათი შინაარსის შესახებ განმარტებითიინფორმაციის მიღებაზე და ნებისმიერი იმ შესაძლო შეცდომის შესწორებისმოთხოვნაზე თუ ასეთი ამ დოკუმენტებში მოიპოვება. სტაციონარში(საავადმყოფოში) მყოფ პაციენტებს უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია უწყვეტადდა ამომწურავად. ყველას უფლება აქვს სამეცნიერო კვლევითი, ფარმაცევტულისაშუალებებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ არსებული ინფორმაციისპირდაპირ ხელმისაწვდომობაზე. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელიამომდინარეობდეს როგორც საჯარო ან კერძო წყაროებიდან გათვალისწინებითიმისა, რომ ინფორმაცია აკმაყოფილებს სიზუსტის, გამჭვირვალობის და სანდოობისკრიტერიუმებს.საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“mუხლი 161. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური,დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელსუწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.2. სახელმწიფო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ანინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიწესით, მიაწოდოს მოქალაქეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულიინფორმაციამუხლი 181. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული,ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღებისსახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;452

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!