12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დაწესებულებებში შესვლა გაძნელებულია. იყო შემთხვევა, როდესაც ბათუმისმერიაში ჟურნალისტებს კომენტარზე უარი განუცხადეს, შემდეგ გაკეთდაწერილობითი მიმართვა, თუმცა, წერილზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ. არსებობსპრესსამსახურებთან ურთიერთობის პრობლემაც. რთულია ინფორმაციის მოპოვებაჯანდაცვის სისტემაშიც.რუსთავიქვემო ქართლის ჟურნალისტებს, ისე, როგორც მათ კოლეგებს მთელ საქართველოში,მთავარ პრობლემად შსს-დან ინფორმაციის მოპოვება მიაჩნიათ. ტელეკომპანია„მზის“ წარმომადგენლის განცხადებით, შსს-ს პრესსამსახური უფრო ბლოკავსინფორმაციას, ვიდრე ავრცელებს. ერთ-ერთი ჟურნალისტი აცხადებს, რომ თვითონარის მოწმე, როგორ ატყობინებენ ცალკეულ ტელეკომპანიებს კონკრეტულიფაქტების შესახებ, სხვებს კი ინფორმაციას არ აწვდიან.დავით მჭედლიძე (“რადიო თავისუფლება”) იხსენებს, რომ ერთ-ერთი გადაცემისთემა იყო კრიმინალური სიტუაცია ქვემო ქართლში, საიდანაც სიუჟეტის 60-80%ეთმობოდა იმის აღწერას, თუ როგორ არ შეხვდნენ შსს-ს წარმომადგენლებიჟურნალისტებს და როგორ არ მიაწოდეს ინფორმაცია.მაია ოტიაშვილის (“ინფორმატორი”) განმარტებით, შსს-ს თანამშრომლები თავსიკავებენ ინტერვიუებისგან. მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმაღალჩინოსანს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება. ამ უკანასკნელმა იკითხა, ესინტერვიუ იქნებოდა თუ უბრალოდ გასაუბრება და როდესაც დარწმუნდა, რომჟურნალისტს ინტერვიუ არ სურდა, მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდაგასაუბრებაზე.გაზეთ „ინფორმატორის" თანამშრომელი აცხადებს, რომ ოფიციალურად წერილობითგამოთხოვილი ინფორმაცია მას უპრობლემოდ მიაწოდეს, თუმცა, ინტერვიუს არაძლევენ, ჟურნალისტებს კი ცოცხალი საუბარი სჭირდებათ. ქვემო ქართლისტელევიზიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითონაც რომ შეესწრო რაიმე ფაქტს,მაშინაც გიშლიან - არ გადაიღოო.„მზის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის არ მივა შსს-ს წარმომადგენლებთანახლანდელ ვითარებაში: მომხდარ მკვლელობაზე ეუბნებიან, რომ არაფერი იციან და2 მეტრი სადენის ქურდობაზე ურეკავენ, მოდი და გადაიღეო.გარდაბნის რაიონის გამგეობის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აღნიშნავს,რომ თანამდებობის პირებს შორის არის ე.წ. მიკროფონის კომპლექსი. ბევრჯერ არისშემთხვევა, როდესაც პრესსამსახურის თანამშრომლები ეხვეწებიან ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ კომენტარის გარეშე არ გაუშვანჟურნალისტები და რამე მაინც უთხრან, მაგრამ ისინი გადაღებაზე უარს აცხადებენ.284

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!