12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მედიის მდგომარეობა საქართველოშისაქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად: „2. მასობრივიინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. 3.სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისიგავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“.აღნიშნული კონსტიტუციური მუხლით გარანტირებულია ერთ-ერთიუმნიშვნელოვანესი უფლება, რომლის გარეშეც არ შეუძლია ფუნქციონირებათავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებას. აღნიშნული უფლება საწინდარიასახელმწიფოს დემოკრატიულობისა და ადამიანის უფლებათა და ძირითადთავისუფლებათა რეალური დაცვისა.თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ორი წელია, ჩვენი აპარატისწარმომადგენლები სისტემატურად ხვდებიან მასმედიის წარმომადგენლებსსხვადასხვა რეგიონებში, როგორც მედიასაშუალებების მფლობელებს, ისერედაქტორებსა და ფართო პროფილის ჟურნალისტებს. ამ შეხვედრებზეგამოიკვეთა ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც აწუხებთ ჟურნალისტებს.თითქმის ყველა რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამოიკვეთა აზრი,რომ მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია, მაგრამ იგი ყოველთვისარ ,,მუშაობს”.ამავე შეხვედრებსა და სახალხო დამცველისადმი მომართული განაცხადებებისანალიზიდან იკვეთება ის პრობლემები, რომლებზეც ჟურნალისტები დამედიამფლობელები ამახვილებენ ყურადღებას. ისინი შეიძლება შემდეგნაირადდავაჯგუფოთ:• ჟურნალისტებზე პირდაპირი ზეწოლის ფაქტები;• არათანაბარი მიდგომა მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენელების მიმართ;• გაუმჭირვალობა სატენდერო კომისიების მუშაობაში, რომლებიცგანიხილავენ ტელეარხების სიხშირეების საკითხს;• გაუმჭირვალობა ტენდერში მონაწილეობისას;• ინფორმაციის დაფარვა და ჟურნალისტებისთვის არმიწოდება;• ინტერვიუებზე უარის თქმა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან;• ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არათანაბარი მიდგომამასმედიის წარმომადგენლებისადმი, ცალკეული არხებისა თუ პრესისათვისპრივილეგიის მინიჭება;• გაზეთების სავალდებულო გამოწერა;• არაპირდაპირი, დაფარული სახით ზეწოლა;• საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ან მისი დაგვიანებით გაცემა,რაც ხელყოფს ინფორმაციის მიღების თავისუფლებას.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობარეგიონებში.263

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!