12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მეთოდია ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუ, დაკვირვება და ფოტო-დოკუმენტირება.ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგი<strong>2006</strong> წლის ზაფხულში, პარალამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისკომიტეტის ინიციატივით, მიღებულ იქნა კანონი “ფსიქიატრიული დახმარებისშესახებ”, რომლის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველისაპარატი და სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო. ახალიკანონი წინ გადადგმული ნაბიჯია ფსიქიკურად დაავადებულთა ძირეულიუფლებების დაცვის კუთხით. მაგ; პირველად საქართველიში არანებაყოფლობითიმკურნალობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივა ხდება, რაც,ჩვენის აზრით, შეამცირებს დარღვევებს. აღსანიშნავია, რომ კანონი მოქმედებაში2007 წლიდან შედის და საჭიროა სერიოზული მომზადება მისიგანხორციელებისთვის.მონიტორინგმა აჩვენა, რომ უმძიმესი 90-იანი წლების შემდეგ საავადმყოფოებშიმიმდინარეობს გარკვეული დადებითი ცვლილებები პაციენტების მოვლისა დასაყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. მაგრამ, ზოგადად, პაციენტებიიმყოფებიან მძიმე სანიტარულ და საყოფაცხოვრებო პირობებში, საავადმყოფოებსარ გააჩნიათ საკმარისი რესურსი, უზრუნველყონ ფსიქიკური აშლილობის მქონეპირთა ეფექტური მკურნალობა, ირღვევა პაციენტის უფლება ინფორმაციისმიღების, გარე სამყაროსთან კავშირის, გასაჩივრების, აგრეთვე არაჰუმანურიმოპყრობისგან და იძულებითი შრომისაგან დაცვის უფლება. Eეს ჯგუფიადამიანებისა, მათი ფსიქიკური მდგომარების გამო, წარმოადგენს განსაკუთრებითმოწყვლად და უფლებებ-დარღვეულ ჯგუფს ჩვენს საზოგადოებაში.საავადმყოფოებში პაციენტებს ძირითადად ათავსებენ მცირე შემოსავლიანი ოჯახებიან თავსდებიან უპატრონო –უსახლკარო პაციენტები. ამის გამო, საავადმყოფოებშიდიდი უმრავლესობა ქრონიკული პაციენტია, რომლებიც არ საჭიროებენ აქტიურმედიკამენტურ მკურნალობას და შესაბამისად სტაციონარში ყოფნას, მაგრამ იმისგამო, რომ ნათესავებს არ მიჰყავთ ან საერთოდ არ ჰყავთ ნათესავები დაწასასვლელი არ აქვთ, ისინი წლების მანძილზე გაუწერლად იმყოფებიანსაავადმყოფოში.საავადმყოფოებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, განსაკუთრებითსაყოფაცხოვრებო პირობების მხრივ, მაგრამ საყურადღებოა, რომ ფსიქიკურიდარღვევების მქონე პირთა უფლებების დაცვა ყველა დაწესებულებაში სერიოზულიპრობლემაა. თვალშისაცემია, რომ ადამიანის უფლებების კონცეფცია უცხოაროგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, რაღა გასაკვირია, თავადპაციენტებისა და მათი ახლობლებისათვისაც.476

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!