12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა (წამება) მუხლითაც უნდა დაწყებულიყო.აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება აბსოლუტურად იდენტურიამათ მიერ ჩადენილი დანაშაულისა. კერძოდ, წამების დეფინიციას სისხლისსამართლის კოდექსი შემდეგნაირად გვაძლევს:წამება, ესე იგი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის ან მასზემატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობებისშექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ანხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარებისმიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირისმიერ ჩადენილი ან სავარაუდოთ ჩადენილი ქმედებისათვის.ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვქონდა: პირისადმი ისეთი მოპყრობა,რომელიც თავისი ხასიათით იწვევდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურტანჯვას და რომლის მიზანი იყო პირის დაშინება და დასჯა მისი (სანდროგირგვლიანის შემთხვევაში) ან მესამე პირის (ლევან ბუხაიძის შემთხვევაში)მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. აქვე უნდააღინიშნოს, რომ ეს ქმედება ჩადენილი იყო მოხელის (მსჯავრდებულები იყვნენშსს თანამშრომლები) მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით(მ.ბიბილურიძეს თან ჰქონდა იარაღი და თუ საჭირო იქნებოდა, მზად იყვნენ„დაეკავებინათ“ ფაქტობრივად თავისუფლებააღკვეთილები), ორი პირის მიმართდა ჯგუფურად. შესაბამისად მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 144-ე პრიმამუხლის მე-2 ნაწილით უნდა დაკვალიფიცირებულიყო.სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანომ გამოძიება ამ მიმართულებით არ წაიყვანადა მათ ბრალი წაეყენათ სხვა, შედარებით მსუბუქ დანაშაულთა ჩადენაში,ხოლო მოგვიანებით ცნობილ იქნენ დამნაშავედ.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმადსისხლის სამართლის პროცესი (მათ შორის სასამართლო პროცესიც) მიმდინარეობსმხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე.მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ, წარმოადგინონმტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში, განაცხადონშუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლისსაქმის ნებისმიერ საკითხზე.შეჯიბრობითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმით, რომ:ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქომოსარჩელესა და მის წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს,დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენლებს.გირგვლიანის საქმის განხილვისას პროკურატურა და დაცვის მხარე ერთადცდილობდნენ მათთვის სასურველი შედეგის მიღწევას. თვალსაჩინოებისათვისშეიძლება მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ყველა საქმისათვის არსებით20

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!