12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

კანონდარღვევები ტელემაუწყებლობაშისამსახურში არაერთი განცხადებაა შემოსული სამაუწყებლო კომპანიების მიერ“მაუწყებლობის შესახებ”, “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”,“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონების დარღვევების თაობაზე. კერძოდ, 2005წლის 9,17, 21 ნოემბერს მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის კავშირიდან,მშობელთა გაერთიანებიდან, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან და ილიაჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირიდან სამსახურში შემოვიდა განცხადებები,რომლებიც შეეხებოდა სამაუწყებლო კომპანიების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მზე“ და“თბილისის" მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის დარღვევით ძალადობის, ნარკოტიკების მოხმარების დასექსუალური აქტის სცენების შემცვლელი ფილმების, ფილმების ანონსებისა დარეკლამების ჩვენებას. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ კომპანიების მიერგადაცემულ ფილმებს: “სერიული მკვლელობები”, “შენ სულელი ხარ”, “მდიდარი რომვიყო”, “ვნებათა ღელვა” არ ჰქონდათ მინიჭებული შესაბამისი კატეგორია, ხოლო“ჯეობარის” და “იმედის” ანონსი შეიცავდა ნარკოტიკების მოხმარებისა და სექსუალურიაქტის შემცვლელ სცენებს, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენარასრულწლოვანებზე.განცხადებების შესწავლის შედეგად სამსახური მივიდა დასკვნამდე, რომაღნიშნული გადაცემები მავნე ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვნისფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მის მორალურ და სოციალურ განვითარებაზე.აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაცემების ტრანსლირებითკომპანიების მიერ დაირღვა “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთადაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი 26 ,ამავე მუხლის მე-2 პუნქტი 27 , “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოსკანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი 28 , ამავე კანონის 70-ე მუხლი 29 , ასევე“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-8 მუხლები 30 .დაირღვა ლიცენზიის პირობები, რომელიც განსაზღვრულიაკანონმდებლობითა და კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებაშინაკისრი ვალდებულებებით. 2005 წლის 21 ნოემბერს სამსახურმა26 შეზღუდულია არასრულწლოვანისათვის ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს მათჯანმრთელობაზე, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე.27 არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალურიურთიერთობების, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს28 იკრძალება არაეთიკური, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი რეკლამის განთავსება29მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების და რეკლამის შესახებინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.30 მე-4 მუხლი: აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. მე-8 მუხლი: აკრძალულიასექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთებისკაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე.504

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!