12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ათი მეტრი სიგანის გზა. შესაბამისად, ჯავშანტრანსპორტიორი მთლიანად გადავიდამოძრაობის საპირისპირო ზოლზე და ისე შეეჯახა „ბმვ-ს“.მოწმის სახით დაკითხვისას, ორივე ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟის წევრებიმიუთითებენ მათ საპირისპირო მხარეს დიდი სისწრაფით მოძრავ ავტომანქანა ,,ბმვ-ზე’’ (იხ. ტ.1. ს.ფ. 29-32; 39-41; 66-72), თუმცა საწინააღმდეგო ჩვენებას აძლევსქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საგზაო პოლიციის განყოფილების უფროსიინსპექტორი გ.პარკაძე. იგი მოწმის სახით დაკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ თავისმეწყვილე ვეფხია შავრეშიანთან ერთად 2003 წლის 22 ნოემბერს მორიგეობდაქ.თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან რამოდენიმე ასეულმეტრში. მისი მორიგეობის პერიოდში ქ.თბილისის მხრიდან სწრაფად არ ჩაუვლიამსუბუქ ავტომანქანას (როგორც ამას უთითებენ საბრძოლო ჯავშანმანქანაში მყოფიპირები თავიანთ ჩვენებებში). წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშვებულ სიჩქარეზესწრაფად მოძრავ მანქანას იგი აუცილებლად დააფიქსირებდა. რაც შეეხებასამხედრო ჯავშანმანქანებს, გ.პარკაძე აღნიშნავს (იხ. ტ.1. ს.ფ.92-93), რომ მათისიჩქარე იყო დაახლოებით 70-80 კმ/სთ-ში და ორივე ჯავშანტრანსპორტიორზეზემოდან ისხდნენ ბიჭები. თუმცა შემდგომ, 2004 წლის 31 აგვისტოს, დამატებითიდაკითხვის დროს მოწმე გ.პარკაძემ თავისი პირველი ჩვენება შეცვალა დაჯავშანტრანსპორტიორების სიჩქარე მიუთითა 50კმ/სთ. (იხ. ტ.2. ს.ფ. 97-104). რაცშეეხება გ.პარკაძის მეწყვილეს, ვ.შავრეშიანს, ის გამოძიების მიერ არცერთ ეტაპზედაკითხული არ არის.ეს ორი ფაქტი - პარკაძის მიერ ჩვენების შეცვლა და შავრეშიანის დაკითხვაზე უარისთქმაც საქმის შეგნებულად გაყალბების სურვილზე მიუთითებს. 2 წლისა და 8 თვისგანმავლობაში ამ საქმის ძიება პერიოდულად წყდებოდა და შემდეგ ისევგრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში არც ერთ გამომძიებელსა და არც ერთუწყებას, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა, არ გასჩენია სურვილი, დაეკითხა ისეთიმნიშვნელოვანი მოწმე, როგორიც შავრეშიანია.2. თუმცა, შავრეშიანის დაკითხვის გარეშეც, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზეპროკურატურას უნდა დაეწყო სისხლისამართლებრივი დევნაჯავშანტრანსპორტიორის მძღოლის მიმართ, მაგრამ ამის ნაცვლად გამოძიებამ, 2003წლის 29 დეკემბერს, საქმეზე დანიშნა რიგით მეორე ავტოტექნიკური ექსპერტიზა.ექსპერტიზას უნდა დაედგინა, ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლოთ თუ არაავტოსატანსპორტო საშუალების მძღოლებს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდანაცილება და ჰქონდათ თუ არა მათ დარღვეული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკანონის მოთხოვნები,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კრიმინალისტიკური დასამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის სამსახურის მიერ 2004 წლის 16 იანვრისტრასოლოგიური ექსპერტიზით (დასკვნა #85/13) დადგენილია, რომ ,,მოცემულკონკრეტულ ვითარებაში, ჯავშანტრანსპორტიორის მძღოლის ავთანდილ მამალაძისმოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობისუსაფრთხოების’’ შესახებ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლისშესრულებითაც მას შეეძლო შეჯახების თავიდან აცილება; ავტომობილ ,,ბმვ“-სმძღოლზე შეჯახების თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული და მის43

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!