12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემებიპირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისაღსრულება არ ხდება ამისთვის კონვენციით განსაზღვრულ დროში, რაც, როგორცვიხილეთ ასანიძის შემთხვევაში, დაგვიანებასთან დაკავშირებით დარიცხულიპროცენტების სახით დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.როგორც იუსტიციის სამინისტრომ განგვიმარტა, ასანიძის საქმეში დაგვიანებაგამოწვეული იყო საკანონმდებლო ცვლილებებით აღსრულებისთვისსაკანონმდებლო ბაზის შექმნისთვის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იმავეიუსტიციის სასამართლოს ცნობით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისაღსრულება მიმდინარეობს 1999 წლის 16 აპრილის „სააღსრულებო წარმოებათაშესახებ“ კანონის საფუძველზე და დღემდე არ არსებობს სპეციფიკურისაკანონმდებლო ბაზა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა დამათი შედეგების მონიტორინგისათვის, გაუგებარია, რომელმა ცვლილებებმაგანაპირობა აღსრულების დაყოვნება.ზემოხსენებული სპეციალური საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ჩვენი აზრით, არამარტო დააჩქარებს და გააადვილებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისაღსრულებას, არამედ უზრუნველყოფს კანონის საფუძველზე მსგავსიგადაწყვეტილებების გავრცელებას და მათ ფარგლებში მისაღები ზომებისადეკვატურობას.ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნების პროცესიცარასათანადოა. მივესალმებით გადაწყვეტილებების ქართულად თარგმნას, თუმცა ესთარგმანები ზოგჯერ არასათანადოდაა შესრულებული, რაც სასამართლოსგადაწყვეტილების შემთხვევაში დაუშვებელია. მაგალითად, შამაევისგადაწყვეტილების ორიგინალურ ვერსიაში ნათქვამია, რომ თავად მთავრობისდადგენილების მიღების ფაქტი თავად განიხილება, როგორც გამცხადებლისუფლების შელახვა 2 მაშინ, როცა ქართულ თარგმანში ვკითხულობთ, რომ„მთავრობის დადგენილების მიღებას შედეგად მოჰყვა ხელისუფლების მეორემცდელობა, ჩარეულიყო გამცხადებელი კომპანიის უფლებებში“. შამაევისგადაწყვეტილების §254-ში მოყვანილია არა სისხლის სამართლის კოდექსისმუხლები, როგორც ამას ქართულ თარგმანში ვკითხულობთ, არამედ სისხლისსამართლის საპროცესო კოდექსის დისპოზიციები.თვითონ გადაწყვეტილებების გამოქვეყნების პროცესიც არათანმიმდევრულია -ასანიძის, შამაევის შპს „იზა“-ს და შპს „ამატ-ჯი“-ს შესახებ გადაწყვეტილებებიგამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ასანიძის გადაწყვეტილებაგამოქვეყნდა ცალკე, ევროსაბჭოს მხარდაჭერით. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმისშესახებ, რა ეტაპზე ხდება გადაწყვეტილებების გამოქვეყნება და გამოქვეყნდა თუ არაგადაწყვეტილება დონაძე საქართველოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, იუსტიციისსამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ სამი გადაწყვეტილება, რამაცდაინტერესებული პირი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენი აზრით, ქართულითარგმანის შესრულებამდე უნდა დაიდოს გადაწყვეტილების ორიგინალი,2 §61 „the adoption of the impugned Governmental Ordinance amounted to the authorities’ second attempt tointerfere with the applicant company’s right to the peaceful enjoyment of its possession“209

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!