12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ფინანსური პოლიციასაქართველოს სახალხო დამცველს არაერთმა მოქალაქემ მომართა ფინანსურიპოლიციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც ეჭვმიტანილთადაკავებისას გამოყენებულ არაადეკვატურ ძალას (ცემა, იარაღის გამოყენება), ისესისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დროს მოქალაქეთა უფლებებისხელყოფას.ადამიანის უფლებათა დარღვევის მხრივ გამოირჩევა ფინანსური პოლიციის შიდაქართლის სამმართველო. მოქალაქეები ხშირად მიუთითებენ თავად სამმართველოსუფროსზე, ზურაბ არსოშვილზე, როგორც მოძალადეზე:ნიკოლოზ ფოსურის საქმეა/წ 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შიდაქართლის შს სამხარეო სამმართველოს დროებით მოთავსების იზოლატორშიმოინახულეს დაკავებული ნიკოლოზ ფოსური, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკურიდაზიანებები სახის, ზურგისა და ქვემო კიდურების არეში, მას შემდგომ დაუდგინდატვინის შერყევა.ნიკოლოზ ფოსურმა განაცხადა, რომ მის საცხოვრებელ სახლში, გორის რაიონისსოფელ ფლავში, მივიდნენ ფინანსური პოლიციის თაბამშრომლები, რომლებმაცფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს აყენებდნენ მის დედას, დასა და ფეხმძიმემეუღლეს, რომელიც წააქციეს. ნ.ფოსური მივიდა მეუღლის მისაშველებლად, მაგრამფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ის შეაკავეს და დაუწყეს ცემა, დაადესბორკილები და უფრო სასტიკად გააგრძელეს მისი ცემა.შემდგომ ის წაიყვანეს ფინანსური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოში,ავტონამქანაში კვლავ გრძელდებოდა მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.როდესაც ნ.ფოსური ეკითხებოდა მათ, თუ რა იყო მისი დაკავების მიზეზი,ფინანსური პოლიციის თანამშრომლები არ პასუხობდნენ და აგრძელებდნენფიზიკურ ძალადობას. ის შეიყვანეს სამმართველოს უფროსის ზურაბ არსოშვილისკაბინეტში. ამ უკანასკნელმა შესთავაზა, დაესახელებინა კონტრაბანდისტებისვინაობა, რის სანაცვლოდ დაჰპირდა გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში,დაიწყებდნენ მის მიმართ გამოძიებას მძიმე მუხლით. როდესაც ნ.ფოსურმა უარიგანაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე, იგი ჩაიყვანეს ქვედა სართულზე,ბორკილებით მიაბეს გათბობის რადიატორს და ამ მდგომარეობაში ამყოფესდაახლოებით ორი საათი. ამ პერიოდში მასთან მივიდა ერთ-ერთი პოლიციელი,გახადა სისხლში ამოსვრილი მაისური და მისცა სხვა მაისური. შემდგომ ნ.ფოსურიგადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში როგორც ეჭვმიტანილიკონტრაბანდული სიგარეტის შეძენა-შენახვაში, თუმცა შემთხვევის თვითმხილველიმეზობლები აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ფოსურს არ ჰქონია სახლშიკონტრაბანდული სიგარეტი და თავად ფინანსური პოლიციის თანამშრომლებიცდილობდნენ, ჩაედოთ სიგარეტი ფოსურის სახლში, რისი საშალებაც არ მისცეს.57

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!