12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ბავშვთა ინსტიტუციების მონიტორინგისაქართველოში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაცვას სახელმწიფოინსტიტუციები უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებები დაძირითადი თავისუფლებების დარღვევის რისკი, ყველაზე მაღალი დახურულინსტიტუციებშია.სწორედ ამიტომ, 2005 წლის ნოემბრიდან სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყობავშვთა სახლებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მონიტორინგი. მონიტორინგისმიზანია ბავშვთა მდგომარეობის შესწავლა მათი უფლებების დაცვის კუთხით,მოპოვებული მასალის ანალიზი, მისი შეფასება და დასკვნების გაკეთება, ამისშემდეგ კი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების მიცემა.მუდმივი მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს, ქვეყანაში შევქმნათ არსებულისიტუაციის ნათელი სურათი ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დაშევადგინოთ მონაცემთა სრული ბაზა საქართველოში ბავშვთა ინსტიტუციებისშესახებ.ქვეყანაში არსებული ბავშვთა 62 ინსტიტუციიდან 2005 წლის ნოემბრიდან დღემდემონიტორინგი ჩატარდა 48 ინსტიტუციაში.მონიტორინგის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ჯანდაცვასთან, ცუდ კვებასთან დაგანათლებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ბავშვთასახლებში არსებული მდგომარეობა ისევ ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაასაქართველოში.ბავშვთა მდგომარეობა შემოწმებულ სახლებში ძირითადად ერთნაირია. ეს სახლებითითქმის მსგავსი რეჟიმით მუშაობს. მდგომარეობის გამოსწორების პროცესიმეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს, სინამდვილეში ბავშვების მდგომარეობაპოზიტიური მიმართულებით ფაქტობრივად არ შეცვლილა.2005 წლის საპარლამენტო ანგარიშში დეტალურად იყო განხილული სახალხოდამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები; ხაზი გაესვასაკითხებს, რომელთა გამოსწორება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა,გაკეთდა მითითებები და რეკომენდაციები. მიუხედავად ყველაფრისა, მდგომარეობაარ გამოსწორებულა ბავშვზე ზრუნვის თითქმის არცერთ დაწესებულებაში. ჩვენიმონიტორინგის შედეგები უცვლელია, მდგომარეობა კი - ისევ მძიმე; არ გადაჭრილაარც ერთი საკითხი, რომელიც დაისვა ზემოთაღნიშნული შემოწმებების შედეგად(თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბავშვთა რამდენიმე ინსტიტუციას, რომლებიცდეინსტიტუციონალაზაციის პროგრამის ფარგლებში უბრალოდ დაიხურა).დეინსტიტუციონალიზაცია, თავისთავად, რაციონალური გამოსავალია ასეთისაჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თუმცა, ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს;ბავშვები კი აგრძელებენ ინსტიტუციების გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას. მათიუმეტესობა ისე მიაღწევს სრულწლოვან ასაკს, რომ ეს რეფორმა არც შეეხება.322

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!