12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

შეფასებები დედის შესახებ, ოჯახი მას აკმაყოფილებს მხოლოდ კვებით, სხვა მხრივ,მის განვითარებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება, ამასთან, უნერგავენ დედისსიძულვილს. აპარატის თანამშრომლებს თხოვნის მიუხედავად, არ აჩვენეს ბავშვი,იმ მიზეზით, რომ ის ცუდად გახდა მათ დანახვაზე. ბავშვის პაპამ განმარტა, რომბავშვი ნერვიულია და სისტემატურ მკურნალობას საჭიროებს, თუმცა ამისდამტკიცება ვერ მოახერხდა, რადგან ვერ წარმოადგინეს მკურნალობისდანიშნულება. წამოსვლისას ბავშვი გამოვიდა ეზოში და აპარატის თანამშრომლებმადაინახეს, ის სრუილად მშვიდად უყურებდა მათ და იღიმებოდა.ვინაიდან საქმე ვერ აღსრულდა 2005 წლის 26 დეკემბერს ის გადაეცა საქართველოსიუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, რომელმაც, თავის მხრივ,მიმდინარე წლის 9 იანვარს საქმე გადასცა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებოდეპარტამენტს. ბაკიროვას საქმე დაეწერა გამომძიებელ ავთანდილ ნეფარიძეს,რომელმაც ერთი თვის შემდეგ, <strong>2006</strong> წლის 8 თებერვალს, დაიწყო წინასწარიგამოძიება ელშად ემინოვის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებისშეუსრულებლობის ფაქტზე. მოქალაქე ე.ბაკოროვა მიუთითებდა, რომ რამდენიმეთვის განმავლობაში გამომძიებელი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობასდა განგებ აჭიანურებდა საქმის გამოძიებას. ელმირა ბაკიროვა, აგრეთვე,მიუთითებდა, რომ წლების განმავლობაში მისი საქმე ჭიანურდებოდა ყველაადმინისტრაციულ ორგანოში, რადგან მისი მამათილი ყოველთვის სხვადასხვაფორმით გავლენას ახდენდა ნებისმიერ თანამდებობის პირზე. ვინაიდან საქმეჭიანურდებოდა საგამოძიებო დეპარტამენტშიც, მივმართეთ საგამოძიებოდეპარტამენტის უფროსს, ბატონ პავლე კოვზირიძეს და მოვითხოვეთ, ეცნობებინა,როდის გადაეცათ აღნიშნული საქმე სააღსრულებო დეპარტამენტიდან, დაიკითხათუ არა მოვალე ელშატ ემინოვი და რა ეტაპზეა დასახელებული საქმის წარმოება.მიმდინარე წლის 4 აპრილის წერილით საგამოძიებო დეპარტამენტისგამომძიებელმა, ა.ნეფარიძემ გვაცნობა, რომ, წინასწარი გამოძიების პროცესში, 3თვის განმავლობაში დაზარალებულის სახით დაიკითხა ელმირა ბაკიროვა დამოწმის სახით დაიკითხა ელშად ემინოვი, რომელიც განმარტავს, რომ ბავშვს არსურს დედასთან შეხვედრა, მაგრამ თვითონ თანახმაა, მის ყოფილ მეუღლეს, ელმირაბაკიროვას მისცეს ბავშვთან ურთიერთობისა და შეგუების საშუალება დაშეახვედროს შვილს მისთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე. ამ ჩვენების თანახმად,ე.ემინოვი არ ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას,შესაბამისად, მისთვის ბრალდების წაყენება შეუძლებელი იყო. ამისსაწინააღმდეგოდ, ე.ბაკიროვა აცხადებდა, რომ ე.ემინოვის ოჯახი ყოველმხრივუშლიდა ხელს ბავშვთან შეხვედრაში, ამდენად, არსებობდა ეჭვის საფუძველი, რომასეთი ჩვენებით ელშად ემინოვი თავს არიდებდა სისხლის სამართლებრივპასუხისმგებლობას.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდაციით მივმართეთსაგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, პავლე კოვზირიძეს და მოვითხოვეთ საქმეზეობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიებას უზრუნველყომცირეწლოვანი რომან ემინოვისა და ელმირა ბაკიროვას შეხვედრა, რათადადგენილიყო, რეალურად უშლიდა თუ არა ხელს ელშატ ემინოვი სასამართლოს339

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!