12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ეს უფლება ირღვევა სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, იმის გამო, რომ არ არისგანვითარებული შესაბამისი სოციალური სამსახურები. ”ქრონიკი” პაციენტებიწლობით რჩებიან საავადმყოფოებში (მაგ; 18 წელი), რადგან ”წასასვლელი არსადაქვთ”. Aამით არა მარტო უხეშად ირღვევა მკურნალობის ვადები, არამედ პაციენტიექცევა ”მანკიერ წრეში” - ხანგრძლივი იზოლაცია იწვევს სოციალურიკონტაქტებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების დაკარგვას და ე.წ.ჰოსპიტალიზმის სინდრომის ჩამოყალიბებას. ადამიანს სრულიად ეკარგებასაავადმყოფოს გარეთ ცხოვრების უნარი და სურვილიც. სახეზე გვაქვს”დასწავლილი უმწეობის, უსუსურობის” სურათი.ამრიგად, პაციენტის უფლება, - მიიღოს შესაბამისი და ეფექტური მკურნალობაშეძლებისდაგვარად ოჯახის პირობებში და საცხოვრებელ ადგილთან ახლოს -უხეშად დარღვეულია.მკურნალობის ძირითადი ფორმა მედიკამენტურია, მედიკამენტების არჩევანიმწირია. მკურნალობის სხვა ფორმები, როგორიცაა ფსიქოთერაპია, სოციოთერაპია,არტთერაპია, დასაქმებითი თერაპია არ შედის მომსახურების პაკეტში, თუ არჩავთვლით ერთადერთ გამონაკლისს - ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს,სადაც არტთერაპიის კომპონენტი წარმატებით ფუნქციონირებს.პაციენტები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ, თუმცაქუტირის და ბათუმის საავადმყოფოებში არსებობს საინფორმაციო დაფები, დაქუტირში ძირითად ადმინისტრაციულ შენობაში გამოკრულია პაციენტისუფლებების ჩამონათვალი. არავინ ატარებს სპეციალურ საინფორმაციო მუშაობას,გამონაკლისად ისევ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო შეიძლება დასახელდეს,სადაც აქტიურად მუშაობს სოციალური მუშაკი.საავადმყოფოების პერსონალი არ თვლის საჭიროდ, რომ პაციენტს ჰქონდესმისთვის გასაგები ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და მკურნალობისშესახებ. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს სპეკულირებას, რომ ასეთი სახისინფორმაცია აუარესებს პაციენტების ჯანმრთელობას.3. იძულების ზომების გამოყენებისა და რთულ ვითარებაზე რეაგირების წესები(შინაგანაწესი)თითქმის არც ერთ საავადმყოფოში არ არის შინაგანაწესი, რომელიცდაარეგულირებდა პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის ურთიერთობას,უფლება-მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ჩარჩოებს, ხოლო სადაც არის, ისფორმალურ სახეს ატარებს. მაგ;, ქუტირში, ამის მაგალითად გამოდგება შემდეგიფაქტი: მედპერსონალის უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ შინაგანაწესი არსებობს,მაგრამ არ იცოდა, რას არეგულირებს ეს შინაგანაწესი, როდის და ვინ შეადგინა დავის შეუძლია შეცვლა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ უმრავლეს საავადმყოფოში არ478

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!