12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დარღვევები, რომელთა უმრავლესობა აღმოიფხვრა საზოგადოებრივი დამცველისსამსახურის უშუალო ჩარევის შედეგად. კერძოდ:ა) 1999 წლიდან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებამდე მომხმარებელებსსს „თელასი“ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს არიცხავდა პირობითად(ფიქსირებული დარიცხვა), რაც მთელ რიგ შემთხვევებში იყო იმაზე გაცილებითმეტი, რასაც მომხმარებელი ფაქტიურად მოიხმარდა და ეს იწვევდა აბონენტებისსამართლიან უკმაყოფილებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წლის 30 დეკემბრის #1/3/136 გადაწვეტილებით „ფიქსირებული გადასახადისმიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი“ იურიდიულადძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ ბათილად არ იქნა ცნობილი. ამდენად,პრობლემად დარჩა კონკრეტული აბონენტის მიმართ უვე დარიცხული თანხებისსისწორე. აღნიშნული პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტისათვის ჩვენისამსახურის უშუალო ჩარევის შედეგად მოხდა პირობითად დარიცხული თანხებისგადაანგარიშება, რაც გულისხმობს მრიცხველის დადგმის შემდეგ მრიცხველზედაფიქსირებული ჩვენების მიხედვით პირობითად დარიცხული დავალიანებისგადაანგარიშებას (კორექტირების შედეგად ჯამურად ათიათასობით ლარი იქნაჩამოწერილი). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა საბოლოოდმოგვარებული ჯერაც არ გახლავთ, ვინაიდან „თელასის“ სამოქმედო არეალშიდღესაც არიან ისეთი კატეგორიის მომხმარებლები, რომლებიც არ არიანინდივიდუალურად გამრიცხველიანებულები და ეს პრობლემა დროულგადაწყვეტას საჭიროებს. დღეს დღეობით ეს აბონენტები ელექტროენერგიისსაფასურის ანგარიშსწორებას სწორედ იმ ტარიფითვე ახორციელებენ, როგორცგამრიცხველიანებული აბონენტები, შესაბამისად, მათ მიერ გადასახდელი საფასურიგამრიცხველიანებისათვის ინვესტირებული თანხების კომპონენტსაც მოიცავს.ბ) საყურადღებოა, ასევე ის ფაქტი, რომ სემეკ-ის 2001 წლის 31 დეკემბრის#15 დადგენილების თანახმად, სს „თელასს“ მიენიჭა უფლებამოსილებადელეგირების საფუძველზე შეადგინოს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობისშემოწმების აქტები, რომლის საფუძველზეც მომხმარებლებს ეკისრებათ ზიანისანაზღაურების ვალდებულება. ამასთან კომპანიას უფლება აქვს შეადგინოს ასევეელექტროენერგიის დატაცების შემთხვევაში ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა ოქმი ასკ-ის 961-ე მუხლის საფუძველზე და საქმის მასალებიგადასცეს სასამართლოს მომხმარებლის დასაჯარიმებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ მომხმარებელებს ხშირად ერთმანეთში ერევათ ელექტროენერგიისაღიცხვიანობის შემოწმების საფუძველზე თანხის დარიცხვა და ასკ-ის საფუძველზეჯარიმის, 600 ლარის (ფიზიკური პირებისათვის) გადასახადი. დატაცების ფაქტისგამოვლენის შემთხვევაში სასამართლოს მიერ პირის დაჯარიმება პრევენციულიხასიათისაა და ჯარიმა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში, ხოლო აღრიცხვიანობისაქტის საფუძველზე დარიცხული თანხა ირიცხება კომპანიის ანგარიშზე და ესთანხა გულისხმობს დაზიანებული აღრიცხვის კვანძის საფუძველზე აღურიცხავიელექტროენერგიის მოხმარებისათვის თანხის გადახდევინებას.გ) განცხადებათა დიდი ნაწილი ეხება ძველი დავალიანებისგადაუხდელობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემას, რაც ხშირ შემთხვევაში484

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!