12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ადამიანის უფლებები ჯარშისაქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად ვერ ახორციელებს თავდაცვისსამინისტროს სამხედრო ნაწილების სისტემატურ მონიტორინგს, თუმცა სათანადორესურსების (ადამიანური, ტექნიკური და სხვ.) მიღების შემდეგ დაგეგმილიაამგვარი მონიტორინგის ჩატარება.შევეხებით სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ფაქტებისგამოვლენას. ჯარისკაცები, როგორც წესი, ერიდებიან თავიანთი უფლებებისდარღვევებსა და რეალურ მიზეზებზე საუბარს, რადგან ეშინიათ საქმის შემდგომიგართულებისა და სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცებისა თუ ოფიცერთა მხრიდანშესაძლო პრობლემის წარმოქმნისა.სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ.თბილისის #5საპყრობილეში მოთავსებული პატიმრები, რომლებსაც ბრალი ედებათდეზერტირობისა და სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილისთვითნებურად დატოვებაში. მათი მხრიდან აღნიშნული დანაშაულების ჩადენისმოტივაცია საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველი აღმოჩნდა. ისინი ერიდებოდნენრეალური მიზეზების დასახელებას. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომსამხედრო სამსახურზე უარი და სამხედრო ნაწილების დატოვება განპირობებულიიყო ნაწილებში არსებული სიტუაციით. კერძოდ:სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცები დაყოფილები არიან კუთხურობის ნიშნით დახშირად კონფლიქტები მათ შორის ამ ნიადაგზე ხდება; ასევე, ჯარისკაცებს შორისარსებობს განსხვავება მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე და არსებობსიერარქია: ე.წ. დაფასებულები (ავტორიტეტიანები, ზოგ სამხედრო ნაწილში -„პატივცემულები“), ვაჟკაცები და ჯოგი (უავტორიტეტო). აქედან გამომდინარე,დაწესებულია ქცევის განსხვავებული წესები თითოეული იერარქიისჯარისკაცისათვის. მაგალითად, თუ დაფასებულს შეუძლია, უპრობლემოდ წავიდესშვებულებაში, ე.წ. ,,ჯოგის“ ჯარისკაცი აუცილებლად თავდაპირველად უნდადაეთხოვოს დაფასებულს და მხოლოდ შემდგომ ნაწილის ხელმძღვენელობას. თუდაფასებულმა არ გაუშვა, იგი ვერ წავა შვებულებაში, ან წასვლის შემთხვევაშიშეექმნება სერიოზული პრობლემები; ასევე, ჯარისკაცებმა ერთმანეთში შეკითხვაზე,თუ რომელ დანაყოფს ეკუთვნიან და ვინ არის დანაყოფის ხელმძღვანელი, უნდაუპასუხონ იმ ,,დაფასებულის“ გვარი, რომელიც მათ დანაყოფს ,,აკონტროლებს“.,,დაფასებულისათვის“ ხელის შებრუნება არ შეიძლება, ხოლო მისგან ფიზიკურიშეურაცხყოფა ,,გრეხად“ არ ითვლება. ხელფასების აღებისას იკრიბება ე.წ.„საერთოს“ ფული. ასევე, ნაწილიდან გაქცეული ჯარისკაცი ამჯობინებს ციხეშიჩაჯდეს, ვიდრე დაბრუნდეს თუნდაც სხვა ნაწილში, რადგან იქაც გაქცევის გამოსერიოზულად მოსთხოვენ პასუხს ე.წ. „დაფასებულები“.73

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!