12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

სასამართლოს მიერ ნებისმიერი ფაქტის დადასტურებულად ცნობა უნდაემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის მასალებიდან უნდაგამომდინარეობდეს. ამ შემთხვევაში კი მოსამართლემ თავად შეთხზა ისტორია იმისშესახებ, რომ პაციენტს დიაგნოზი ნ.ლობჟანიძემ დაუსვა. ის, რომ დიაგნოზი დასვამხოლოდ ზ.ობოლაძემ, დასტურდება სამედიცინო ჟურნალში გაკეთებულიჩანაწერითა და მოწმეთა ჩვენებით, ხოლო ნ.ლობჟანიძეს არც ჟურნალში აქვსჩანაწერი გაკეთებული და არცერთი მოწმე არ უთითებს იმ ფაქტზე, რომ მანდიაგნოსტირებაში მონაწილეობა მიიღო. უფრო მეტიც, გამოძიებით დადგენილია,რომ ნინო ლობჟანიძემ პირველად მაშინ ნახა პაციენტი, როდესაც ისსამანიპულაციოში ჰყავდა შეყვანილი ექიმ ზ.ობოლაძეს და საშვილოსნოს ღრუსგამოფხეკვას იწყებდა. სასამართლომ, შეიძლება ითქვას, შეგნებულად, ყოველგვარიმტკიცებულების გარეშე, დადასტურებულად მიიჩნია ფაქტი, რასაც საქმეშიარსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს.სასამართლო ასევე შეგნებულად უთითებს (გვ.6 აბზაცი 1.), რომ მოწმე მაიათანიაშვილმა, რომელიც ექიმ ანესთეზიოლოგად მუშაობს მცხეთის საავადმყოფოში,თითქოსდა ჩვენებით დაადასტურა, რომ როდესაც ის ჩავიდა გინეკოლოგიურგანყოფილებაში, დახვდნენ ზ. ობოლაძე, ნ.ლობჟანიძე და სანიტრები, თუმცაჩვენებაში აღნიშნულია, რომ ნ.ლობჟანიძე შემოდიოდა და გადიოდა, ხოლოკონკრეტული დეტალების გახსენება, თუ როდის შემოვიდა და გავიდა, არ შეუძლია.სასამართლოს მიერ დაშვებული ამდაგვარი შეცდომები არც თუ მცირეა განაჩენში,რაც მიმართულია იმისაკენ, რომ ნ.ლობჟანიძისა და ზ.ობოლაძის ბრალეულობაარარსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თვალსაჩინო გახდეს.სახალხო დამცველის მიერ გაეგზავნა შეკითხვები საქმეში მოწმედ დაკითხულექსპერტს ა.ქორიძეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კომისიური ექსპერტიზისსაქმიანობაში. მან აღნიშნა, რომ სხდომის ოქმში ასახული მისი ჩვენება არ არისიდენტური მის მიერ მიცემული ჩვენების. მან ასევე დამატებით გვიპასუხა ჩვენსმიერ დასმულ კითხვებზე, რომლითაც გამოირიცხა ზვიად ობოლაძისა და ნინოლობჟანიძის ბრალეულობა. მისივე განცხადებით, ნინო ლობჟანიძეს, როგორც ექიმს,იგი ამ საქმის მიხედვით საყვედურსაც კი არ მიცემდა.აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფორეგულირების სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეამოწმა მცხეთისსაავადმყოფო და საექიმო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა თინა სვანიძეს, ხოლონინო ლობჟანიძის პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ არ დაუყენებია, რადგანაცჩათვალა, რომ მას პაციენტთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და საკითხი არ უნდაგანეხილა.განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ინფორმაციაზე, რომელიცსამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გადაიცემოდა, როგორც პაციენტისდაღუპვის დღეს, ასევე ექიმების დაკავებისას. „რუსთავი 2-ის“ განცხადებით,გულიკო მახარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არასწორად დასმული დიაგნოზიგახდა. ასევე, სიუჟეტის მიხედვით, მას დიაგნოზად ინფექცია დაუსვეს, რაცსიმართლეს არ შეესაბამება.40

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!