12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

სპონტანურად მოხდა. ამას ადასტურებს არაერთი პატიმრის თითქმის იდენტურიჩვენება. უნდა ითქვას, რომ ამ პატიმრებს საშუალება არ ჰქონდათ, წინასწარერთმანეთთან შეეთანხმებინათ მათი ჩვენებები). ამასვე ადასტურებს სასტიკადნაცემი და ნაწამები სამი პატიმრის - ვიბლიანის, ავალიანისა და ცინდელიანისჩვენებები, რომლებიც ჯერ კიდევ ამბოხების დაწყებამდე გადაიყვანეს სამკურნალოდაწესებულებიდან მე-7 საპყრობილეში და სამკურნალო დაწესებულებაშიდარჩენილი არაერთი პატიმრის ჩვენება.რაც შეეხება სპეცოპერაციას, ამბოხების ჩახშობისთანავე ვნახეთ საპყრობილისდერეფანში დაგდებული ორი იარაღი. თბილისის მე-5 საპყრობილის დირექტორის,გოგა ფოლადაშვილის, განცხადებით, ამ იარაღებიდან უშუალოდ მისიმიმართულებით გაისროლეს, შედეგად დაიჭრა მისი ორი თანამშრომელი დამხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სროლა სპეცნაზმა. ფოლადაშვილისავე სიტყვით,თვითონ და მისი თანამშრომლები, სრულიად უიარაღოდ, სპეცნაზის წინმიდიოდნენ, რათა პატიმრებს ისინი ეცნოთ და ნაკლები წინააღმდეგობა გაეწიათ,მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ეს ასე მოხდა, ამასადგილი ექნებოდა მხოლოდ ერთ სართულზ, სროლა კი სხვადასხვა სართულებზემოხდა.მეორე მხრივ, ჩვენს მიერ გამოკითხული დაჭრილი პატიმრების უმრავლესობააცხადებს, რომ მათ ჭრილობები მიიღეს არა საპყრობილის დერეფნებში, არამედსაკნებში. პატიმრებმა გამოანგრიეს საკნის კარებები და გარეთ გამოვიდნენ. მასშემდეგ, რაც სპეცნაზმა დერეფანი დაიკავა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამბოხისძირითადი ფაზა უკვე დამთავრდა. ის ფაქტი, რომ დაჭრილი და გარდაცვლილიპატიმრების უმრავლესობამ დაზიანებები მიიღო საკნებში, მეტყველებს, რომსპეცნაზი ცეცხლსასროლ იარაღს მას შემდეგაც იყენებდა, როცა ამბოხება,ფაქტობრივად, დამთავრებული იყო და პატიმრები მათ წინააღმდეგობას აღარუწევდნენ. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ პატიმრების წინააღმდეგგამოყენებული ძალა არ იყო წინააღმდეგობის ადეკვატური და მსხვერპლის თავიდანაცილება, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც იყო შესაძლებელი. იგივე შეიძლებავივარაუდოთ იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე პატიმარი სარკმლიდანშევარდნილი ტყვიით დაიჭრა და გარდაიცვალა.27 მარტს, ღამის საათებში, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისდეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან(ე.წ. რეზბალნიცა), ექვსი პატიმარი: მალხაზ ზედელაშვილი, პაატა მამარდაშვილი,ზურაბ ვიბლიანი, გიორგი ავალიანი, ლევან ცინდელიანი და ნიკოლოზ მახარაძეგადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.თბილისის #7 საპყრობილეში.მათ აღენიშნებოდათ სხეულის მრავალჯერადი დაზიანებები, რომლებიც, მათივეგანმარტებით, მორალურ შეურაცხყოფასთან ერთად, მიაყენეს სასჯელაღსრულებისდეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სპეცრაზმელებმა ციხის რესპუბლიკურისაავადმყოფოს დირექტორის ოთახში. ერთ-ერთ მათგანს (პაატა მამარდაშვილს), მისითქმით, მაკრატლით ალაგ-ალაგ მოჭრეს თმები, რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს,როგორც დამამცირებელი მოპყრობა. მონიტორინგის დროს მამარდაშვილსნამდვილად აპარსული ჰქონდა თმის ნაწილი წინა მხარეს. გიორგი ავალიანს, მისივე116

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!