12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ძალის გამოყენების პროპორციულობისა და უკიდურესი აუცილებლობისპრინციპების გათვალისწინებით.შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეცოპერაციასარფის საბაჟოზერაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულების ცემის ფაქტებს, არისშემთხვევები, როცა თავად შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები ამეტებენ თავიანთუფლებამოსილებას და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ დაკავებულებს. <strong>2006</strong>წლის 8 თებერვალს სარფის საბაჟოსთან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისდასავლეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, დავით მინდიაშვილის მიერჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დააკავეს ოთხი მესაზღვრე - ქონდარიძე,მიქელაძე, თავართქილაძე და დვალაძე. დაკავებულებს შს სამინისტროსთანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ მათარანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დაკავებულები უშუალოდ მიუთითებდნენშსს-ს გენერალური ინსპექციის დასავლეთის სამმართველოს ხელმძღვანელზედავით მინდიაშვილზე.ზემოაღნიშნულზე საქართველოს სახალხო დამცველმა, წინასწარი გამოძიებისდაწყების მიზნით, მასალები გაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისპროკურორს, რომელმაც გვაცნობა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურაში დაიწყოწინასწარი გამოძიება შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთისრეგიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივიუფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა ჯერჯერობით სისხლისსამართლის პასუხისგებაში არავინ მიუციათ.რევაზ ცალანის საქმე2005 წლის 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა (რევაზცალანის ინფორმაციით: მალხაზ წიკლაური, ტარიელ ფრუიძე, სოლომონხორბალაძე) და მესტიის რაიონის პოლიციის თანამშრომელმა თემურ ჩიქოვანმასიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რევაზ ცალანს. კერძოდ, ერთ-ერთმა მათგანმა დაარტყა სახის არეში, იგი წაიქცა, რის შემდეგაც ოთხივე მათგანმადაუწყო ფეხებით ცემა. მოქალაქე რ.ცალანის მიმართ ფიზიკური ძალადობაგაგრძელდა მესტიის რაიონის პოლიციაშიც, სადაც აღნიშნულ ფაქტს შეესწროპოლიციის უფროსი თეიმურაზ გვარამია.რევაზ ცალანი <strong>2006</strong> წლის 27 მაისს გარდაიცვალა სიმსივნის დიაგნოზით.შემთხვევიდან მეორე დღეს, რევაზ ცალანმა საჩივრით მიმართა მესტიის რაიონულპროკურორს გულვერ გურჩიანს, თუმცა მან არანაირი რეაგირება არ მოახდინა.პროკურორ გ.გურჩიანის განმარტებით, მას განცხადებით მიმართეს მხოლოდ 2005წლის 22 აგვისტოს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილ იქნა65

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!