12.07.2015 Views

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

2006 წლის I ნახევარი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

„ლომჭაბუკის“ რედაქტორი მაია მღებრიშვილი. თუმცა იგი არ აშუქებს სხდომებს მისმიერ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე, ხელმძღვანელობს მხოლოდ იმით,რასაც გუბერნატორის პრესცენტრი ავრცელებს. „ლომჭაბუკს“ პრობლემები არ აქვსსამხარეო ადმინისტრაციიდან და გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღებისთვალსაზრისითაც. „ლომჭაბუკის“ ჟურნალისტის განცხადებით, ისინი აშუქებენ იმას,რაც მოსწონს და სურს ადგილობრივ მთავრობას. აღნიშნული გაზეთის ტირაჟია 350,თუმცა გაზეთის შეძენა ქსელში შეუძლებელია, ის მხოლოდ გამოწერით რიგდება.გაზეთი გამოწერილი აქვს ყველა შპს-ს. ამ გაზეთში ქვეყნდება სამხარეოადმინისტრაციისა და გამგეობის ცალკეული გადაწყვეტილებებიც.ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ინტერვიუზე უარის თქმის დროს თანამდებობისპირები აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღება ჟურნალისტებს შეუძლიათპრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზებიდან, რის გამოცჟურნალისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები და მიიღონ მათთვისსასურველი ინფორმაცია.ჟურნალისტები გამოთქვამენ სურვილს, რომ საჯარო ინფორმაციისგაუცემლობისას, თანამდებობის პირებს არა მხოლოდ ინფორმაციის გაცემადაეკისროთ, არამედ გათვალისწინებულ იქნას გარკვეული პასუხისმგებლობაინფორმაციის გაუცემლობისთვის.გურჯაანიკახეთის რეგიონის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის მოპოვებისკუთხით, გასულ წელთან შედარებით, ერთგვარი წინსვლა აღინიშნება. თუმცა,ადგილობრივმა პრეს-სამსახურებმა ისევ ვერ ისწავლეს მედიასთანსრულფასოვანი ურთიერთობა. ინფორმაციის მიღების პრობლემა ძირითადად არდგას, თუმცა, არსებობს გარკვეული სახის ინფორმაცია, რომლის მიღებაცძნელია, ან შეუძლებელია. მაგალითად, ჟურნალისტები ერთხმად აღნიშნავენ,რომ შსს-ს რაიონული განყოფილებები მათ არ აძლევენ ინფორმაციას. ზოგჯერგამომძიებლის ვინაობის გარკვევაც კი პრობლემაა. მაგ: სამხარეო პოლიციისუფროსი ანჯაფარიძე კომენტარს აკეთებს ადგილობრივი ტელევიზიებისთვის,მაგრამ უარს ამბობს კომენტარზე ცენტრალური ტელევიზიებისთვის. პოლიციისთანამშრომლები ნებართვის გარეშე კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამჟურნალისტებმა ისიც კი არ იციან, ვის უნდა დაუკავშირდნენ პოლიციელებისჩაწერაზე ნებართვის მოსაპოვებლად.სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილაშემთხვევა, როდესაც მათ რაიმე ინფორმაციის გაცემაზე უარს ეუბნებიან, მაგრამ თუიმავე ინფორმაციას მოითხოვ 15 წუთში, მაგალითად, რადიო „თავისუფლების“სახელით, მაშინ მისი მიღება შესაძლებელი ხდება. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომგუბერნატორის სამსახური ძირითადად ცენტრალურ მედიასთან მუშაობს.გამგებლები ამ მხრივ მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ ადგილობრივი მედიისმიმართ, რადგან გუბერნატორის რიდი აქვთ, თვითონ გუბერნატორს კი ადგილზეარავინ აკონტროლებს.278

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!