30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ქალღმერთს დიონემ უპასუხა სახელგანთქმულმა:

”გამხნევდი, შვილო საყვარელო, თუნდაც გიმძიმდეს,

ოლიმპოს მკვიდრებს ბევრი ტანჯვა გამოგვიცდია

კაცთაგან, ოდეს ღმერთნი ერთურთს ვუგებდით მახეს.

385 ასე შებოჭეს ოტოსმა და ეფიალტესმა

არესი, ორმა მამაცმა ძემ ალოესისა.

ღმერთი ცამეტი თვე სპილენძის დილეგში ეგდო,

ვერც დაიხსნიდა თავსა ბრძოლით გაუმაძღარი,

ერიბოიას პირმშვენიერს, მათს დედინაცვალს,

390 რომ ჰერმესისთვის არ გაენდო საქმე ფარული.

მან იხსნა არეს, ბორკილებით ძლეული ღმერთი.

ჰერაც ასევე დაიტანჯა, ამფიტრიონის

ძემ როს ძუძუში გაუყარა მწარე ისარი.

ქალღმერთს ტკივილის დაამება აღარ ეღირსა!

395 თვით აიდესიც, ღმერთთა შორის უსასტიკესი,

ისრით იმავე კაცმა დაჭრა, ზევსის შობილმა,

ზედ კარიბჭესთან, მკვდართა გვერდით აგემა ტანჯვა.

ზევსის სამკვიდროს, ოლიმპოს თხემს ეწვია ღმერთი,

გულდარდიანი, დატანჯული, ავბედით ისარს

400 ბეჭი გაეპო, აიდესის სული შეეძრა.

დაჭრილს პეანმა გაუყუჩა ტკივილი წამლით,

მალე განკურნა არაშვილი წუთისოფლისა.

ავთა საქმეთა საზარქმედი მშვილდით უშიშრად

შეურაცხყოფდა უკვდავ ღმერთებს, ოლიმპოს მფლობელთ!

405 შენს წინააღმდეგ აღამხედრა ათენამ გმირი.

უგუნური კაცი! არ კი უწყის ტიდევსის შვილმა,

რომ ვინც ღმერთებზე ხელს აღმართავს, დღეს მოისწრაფებს.

შვილებს კალათში ვერ ჩაისვამს, ვერ უხმობს მამად

ბრძოლის ველიდან დაბრუნებულს მხოლოდშობილი.

410 დაე ტიდიდი ჩაუფიქრდეს, თუმც ძალა მოსდგამს,

სხვასაც, მასზე მძლავრს, შენთან შებმა როდი შერჩება!

ეგიალეა, ადრესტოსის ბრძენი ასული,

ძილში იკივლებს, შინაურებს ფეხზე წამოჰყრის,

გულდასერილი ახალგაზრდა ქმარზე წუხილით,

415 ერთგბული ცოლი ცხენთა მხედვნელ დიომედესი”.

ასე უთხრა და შვილს მოსწმინდა უკვდავი სისხლი.

ხელი მოურჩა. დაუამდა ტკივილი მწარე.

ამ დროს ათენა და თვით ჰერა ყოვლის მხედველი

ღვარძლიან სიტყვით აღვიძებდნენ რისხვას კრონიდის,

420 თავდაპირველად თვალმცეცხია ათენამ უთხრა:

”ზევსო, მამაო, მითხარ, ხომ არ გამირისხდები

აქაველ ასულს კვიპროსელი, ვგონებ, აცდენდა,

რომ კვლავ მის რჩეულ ტროელ ვაჟკაცს ნდობოდა ქალი.

და, იქნებ, როცა მიეფერა მდიდრულ სამოსზე,

100

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!