30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

აქაველთ ტომში, ვფიქრობ, უმხნეს-უმამაცესი!

ასე აქილევს ვერ გვაფრთხობდა - მეფე მამაცთა,

100 ძე, ვით ამბობენ, ქალღმერთისა!

ეს ხომ ბრძოლაში

უფრო მძვინვარებს, სიმამაცით ვინ შეედრება!”

ასე ამბობდა და ჰექტორმაც ისმინა რჩევა.

სწრაფად ეტლიდან ძირს გადმოხტა აბჯარასხმული,

ბასრ შუბს იქნებდა, გარს უვლიდა ტროელთა რაზმებს,

105 ომში უხმობდა, გააჩაღა კიდევაც ბრძოლა,

დადგნენ ტროელნი, შეეგებნენ აქაველთ ლაშქარს.

არგიველთ სპანი შეკრთნენ, ბრძოლის გზნება მინავლდა,

ფიქრობდნენ, ღმერთი ჩამოხდაო ხომლიან ციდან,

ის თუ გვებრძვისო, ისე მტკიცედ იდგნენ ტროელნი.

110 ჰექტორი ტროელთ კვლავ უხმობდა ომახიანად:

”გულმხნე ტროენლო და სვიანნო მოკავშირენო!

იყავით მძლენი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!

მცირე ხნით წავალ ილიონში დაგეთხოვებით

მოხუცებს ვნახავ და დიაცებს ვეტყვი, მხურვალედ

115 ილოცონ, ღმერთებს ჰეკატომბეს ზორვა აღუთქვან”.

თქვა და გაუდგა გზას ჰექტორი ზუჩმოელვარე.

გმირის ნაკვალევს ეხებოდა, ქედზე ურტყამდა

შავი რამ ტყავი, ვეება ფარს შემოხვეული.

ამ დროს გლავკოსი, ძე სვიანი ჰიპოლოქოსის

120 და ტიდევსის ძე შეხვდნენ ერთუღტს ბრძოლის წადილით,

როს ორივ მხრიდან ისწრაფოდნენ საპირისპიროდ.

პირველმა შემხვდურს მიაგება სიტყვა ტიდიდმა:

”ვინ ხარ, რომელი კაცთაგანი, ზვიადო მოყმევ

ადრე არ მახსოვს, სამამაცო ომში მენახო.

125 დღეს კი, ასე ჰგავს, სიგულვანით აჭარბებ ყველას,

რაკი გულდინჯად გრძელჩრდილიან ჩემს შუბს მოელი.

მხოლოდ ბედკრულთა შვილნი სცდიან ჩემს უშრეტ ძლაას!

თუ უკვდავი ხარ, მოვლენილი მაღალ ზეციდან,

იცოდე, ღმერთებს მე არასდროს შევერკინები!

130 დრიანტის ძემაც, ლიკურგოსმაც ცოტა იცოცხლა,

რაკი აღმართა ხელი ზეცად მცხოვრებ ღმერთებზე.

ოდესღაც შმაგი დიონისეს მხლებელთ დაესხა,

წმინდა ნისემდე მიჰყვა. მათ კი სუროს და ვაზის

კვერთხი დააგდეს, კაცთა მმუსვრელ ლიკურგოსისგან

135 დაკოდილებმა.

დიონისეც შეშინებული

ტალღებს შეერთო და თეტისმა მიიღო ღმერთი,

115

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!