30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

380 დაგვანგრევინე ილიონი ლაღად ნაგები!

გამომყევ, გემთან დავამთავროთ ჩვენ გარიგება,

განა მზითევზე ხელმომჭირნე მაჭანკლები ვართ”

თქვა და ფეხებით დაითრია ბრძოლის ველიდან,

მაგრამ მიეჭრა ასიოსი შურისმგებელად.

385 იგი ცხენებს წინ მოუძღოდა. ზედ მის ბეჭებთან

მოფრუტუნეებს წარმართავდა მარჯვე მეეტლე.

მიეჭრა ტიდიდს, მაგრამ უმალ დაასწრო გმირმა,

ხორხში, წვერს ქვემოთ გაუტარა ბასრი ოროლი.

მიწას დაასკდა, როგორც ალვა, მუხა ან ფიჭვი,

390 რომელსაც მთაში შეშისმჭრელნი გალესილ ცულით

გარს უვლიან და ჭრიან გემის მორად განზრახულს.

ასე განირთხა თვის ეტლის წინ გმირი ასიოს,

კბილთა ღრჭიალით რომ ფხოჭნიდა სისხლიან მიწას.

მეეტლეს ჭკუა გაფანტვოდა, გაშეშებული

395 და ფერმიხდილი იდგა, მტერსაც ვერ გაქცეოდა.

მას ანტილოქემ ბასრი შუბი ბრძოლისმოყვარემ

მკერდქვეშ აძგერა, ვერ დაიცვა რვალის ჯავშანმა

შუქმოელვარემ, ჩაიძირა ნაწლავში შუბი.

ამოიგმინა, ჩამოვარდა ძვირფას ეტლიდან.

400 ანტილოქოსმა, ნესტორის ძემ მარდი ცხენები

მსწრაფლ გააქროლა რვალმშვენიერ აქაველებთან.

დეიფობოსი იდომენევსს ასიოსისთვის

შურისმგებელი მსწრაფლ მიეჭრა ელვარე შუბით,

მაგრამ შენიშნა, რვალს გაექცა მომაკვდინებელს

405 იდომენევსი, უზარმაზარ ფარს შეეფარა,

მოზვრი ტყავით და მოელვარე რვალით გაჭედილს.

ზედ გარდიგარდმო ფარს ჰშვენოდა ორი კაუჭი,

მის ქვეშ შემალულს შუბმა თავზე გადაუქროლა.

წვერიღა გაჰკრა და ჟღრიალი გაიღო ფარმა.

410 მაგრამ ძლიერ ხელს შუბი ფუჭად არ დასცდენია:

ჰიპასიდს მოხვდა, ხალხთა მეფეს, მამაც ჰიპსენორს,

მკერდში ჩაეჭდო, ჩაუკეცა იქვე მუხლები.

დეიფობოსმა მყის შესძახა ძლევით ამაყმა:

”ავიღე სისხლი ასიოდის და ახლა, მჯერა,

415 ჰადესის პირქუშ სასახლეში შევა შვებითაც,

გმირს მივუჩინე ღირსეული თანამეგზური!”

ასე რომ ბრძანა, არგიველნი მით აღაშფოთა,

ყველაზე მეტად ანტილოქეს სული მებრძოლი.

მან არ დატოვა განგმირული მეგობრის გვამი,

420 სწრაფად მიიჭრა, მიაშველა ელვარე ფარი.

იმავდროულად დაიხარა ორი მებრძოლი -

221

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!