30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

355 ღმერთშემოსილი, საყვარელი ძე პეტეოსის

გთხოვთ, თუნდ ნაწილი თქვენ იტვირთოთ მძიმე შრომისა.

უჯობს ორივე! ახლა გმართებთ მათი შეწევნა,

რამეთუ სწორედ იქ ატყდება ბრძოლა საზარი!

მიისწრაფვიან ლიკიელნი, რომელთ წინათაც

360 ქარიშხალივით ბრძოლის ველზე შეჭრა ჩვეოდათ.

თუ ჯაფა გადგათ, ცხარე ბრძოლაც გაჩაღებულა,

ერთი მივიდეს აიანტი, ტელამონის ძე,

ტევკროსიც მიჰყვეს, მოისარი სახელოვანი!”

თქვა და ხალისით დაეთანხმა ტელამონის ძე,

365 ფრთიანი სიტყვით ოილევსის ძეს მიუბრუნდა:

”გმირო აიანტ, ლიკომედევ გულუშიშარო!

დარჩით, დანაელთ შთაათონეთ ბრძოლა გმირული.

მე კი საშველად მივიჩქარი მოძმეთა ჩემთა,

მტერს იქ შევმუსრავ და უმალვე თქვენთან გავჩნდები”.

370 თავისიანებს ასე უთხრა, ტელამონის ძეს

გაჰყვა ტევკროსიც, მამით ძმები იყვნენ მოყმენი.

ტევკროსს თან მიჰყვა პანდიონი, მშვილდი მიჰქონდა.

მენესთევსის კოშკს როს მიადგნენ გალავნის შიგნით,

ნახეს, რომ მართლაც მტერი ბურჯებს შემოსჯარვოდა.

375 გადაუვლიათ მიწაყრილი, ვით სასტიკ გრიგალს

ლიკიელთ ლაშქრის უმამაცეს მეფე-ბელადებს.

მებრძოლი მებრძოლს საომარი ყიჟინით შეხვდა.

პირველად დასცა მეგობარი სარპედონისა

ტელამონის ძემ - ეპიკლევსი დიდსულოვანი.

380 მარმარილოს ქვას ხელი სტაცა: ეგდო ვეება

ლოდი, ბასრი და წამახული, სანგრის კიდესთან.

ჩვენი დროისას ორ მოწიფულ ვაჟკაცსაც დაძვრა

ძნელად შეეძლო, მან კი სტყროცნა ლოდი იოლად.

ზუჩი ბაკმული გაუჭყლიტა და თავის ქალა

385 სულ მიუმსხვრია.

მოყმე მოსწყდა როგორც მყვინთავი

მაღალ კოშკიდან.

სულმა ძვლები დატოვა მყისვე.

ტევკროსმა გლავკოს - ძლიერი ძე ჰიპოლოქოსის,

გალავნით მისკენ გამოჭრილი, ფრთოსანით დაჭრა,

იქ, სადაც ტანს ვერ უფარავდა თორნი მეომარს.

390 მოყმე გალავანს მიეფარა, ვინძლო აქაველთ

არ შეენიშნათ დაკოდილი, ყბად არ აეღოთ.

ბოღმა მოაწვა გმირ სარპედონ, ოდეს გლავკოსის

გაცლა შენიშნა. ბრძოლის ველზე თვით დარჩა მაინც.

ბასრი ოროლი თესტორის ძეს ალკამონს სტყორცნა,

395 უკვე მოქაჩა, შუბს ბარბაცით მოჰყვა სხეული

209

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!