30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დღეს ბრძოლის ველზე სანუკვარი დაეცა მოყმე,

ასკალაფოსი, არესი რომ თავის ძედ თვლიდა”.

ეს რომ თქვა, მყისვე ძარღვიანი ხელი არესმა

მოქნილ ბარძაყზე დაიკრა და გმინვით შესძახა:

115 ”ნუ გამამტუნებთ, თუ ძის გამო, ოლიმპოს მკვიდრნო,

შურისმგებელად აქაველთა გემებს ვეწვევი!

თუმც მოსჯილი მაქვს ზევსის მიერ ელვადაცემულს -

სისხლის გუბეში, მტერში ვიწვე გვამებთან ერთად!”

თქვა და უბრძანა მყისვე შიშს და საშინელებას -

120 რაშნი შეებათ ეტლში, იპყრა ხელთ საჭურველი,

ალისმფრქვეველი. მაგრამ ზევსი წინათ აროდეს

განრისხებულა ღმერთთა დასზე ასე სასტიკად.

სწორედ ამიტომ უკდავთ ბედით შეშფოთებული

ბჭესთან მივარდა მყის ათენა, დასტოვა ტახტი.

125 მკერდიდან ფარი, თავზე ზუჩი მოგლიჯა არესს,

შუბი წაართვა წამახული, გვერდზე გადადო

და მრისხანე ღმერთს შეუძახა მოგუგუნე ხმით:

”შმაგო, უგნურო, ფეთიანო, რისთვის გაქვს ყური,

თუ არა ისმენ სირცხვილიც და ჭკუაც დაკარგე

130 ვეღარ გაიგე, თეთრხელება ჰერა რას ამბობს

იგი ოლიმპოს დაუბრუნდა ახლა ზევსისგან.

იქნებ გსურს, რაკი ზევსის რისხვას მაინც ვერ ასცდი,

კვლავ შეირცხვინო თავი, შამდეგ დაბრუნებულმა

თვითეულ ჩვენგანს შეამთხვიო უბედურება

135 მალე ტროლეთა, ძალგულოვან აქაველთ ჯარზე

ხელს აიღებდა ზევსი, ღმერთებს თავზარს დაგვცემდა,

ვერ ასცდებოდა მას ვერც მრუდი და ვერც მართალი!

დამყევ ნებას და ნუ იძიებ შურს შვილის გამო,

მასზე მამაციც, მასზე მძლავრიც ბევრი დაეცა,

140 კვლავ დაეცემა ბრძოლის ველზე. სად გაგონილა,

გარდუვალ სიკვდილს კაცთა მოდგმა გადაარჩინო!”

თქვა და არესი ტახტზე დასვა გაცოფებული.

ჰერამ კი ზევსის სასახლიდან უხმო აპოლონს

და უკვდავ ღმერთთა ფეხმარდ მაცნეს, მშვენიერ ირისს.

145 ფრთიანი სიტყვა მიაგება ღმერთებს ქალღმერთმა:

”ზევსმა მიბრძანა, რომ მოგიხმოთ იდგას მწვერვალზე.

იცოდეთ, როცა მიხვალთ, ნახავთ ზევსს ღრუბელთმარეკს,

მისი სურვილი და ბრძანება მყის შეასრულეთ”.

ასე უბრძანა, სასახლეში დაბრუნდა ჰერა,

150 ტახტზე დაბრძანდა. ისინი კი გაფრინდნენ უმალ.

მყის წყალუხვ იდას, ტყის ნადირთა დედას, ეწვივნენ.

247

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!