30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ფარ-შიმშერიან ტროელთ სპა ბრძოლად დაიძრა.

კვლავ აღიჭურვა და აღინთო სრულად ლაშქარი.

იქ ვერ ნახავდი აგამენონს ჩათვლემილს უქმად,

შემკრთალს, შედრეკილს, თუ ბრძოლისგან თავმოძულებულს.

225 ომს ესწრაფოდა სახელის და დიდების მომტანს.

რვალით ელვარე ეტლი დათმო, გაუშვა რაში -

ძლივს ამაგრებდა მოჭიხვინე ცხენს მეჯინიბე

ევრიმედონტი, ზე ჰეირად პტოლემეოსის.

უბრძანა ახლოს ყოფილიყო, სანამდის ლაშქარს

230 შემოივლიდა და საომრად სპას დააწყობდა.

ფეხდაფეხ გაჰყვა მებრძოლთ რიგებს აგამენონი.

სადაც კი შეხვდა სწრაფცხენიან დანაელ მებრძოლს,

უფრო აღაგზნო საბრძოლველად მგზენებარე სიტყვით:

”ო, არგიველნო! სიმამაცე მოიხმეთ შმაგი!

235 დიადი ზევსი არ იქნება ვერაგთა შემწე,

ფიცის გამტეხთა, პირველ ჩვენთა შემგინებელთა!

დაიჩეხება ხმლებით მათი თეთრი სხეული,

საყვარელ ცოლებს და ძუძუთა ბავშვებს მოვტაცებთ,

ხომალდზე დავსხამთ, როცა ქალაქს მოვუღებთ ბოლოს!”

240 და თუ ნახავდა - ბრძოლას ვინმე თვალს არიდებდა,

არ დაინდობდა, შესძახებდა განრისხებული:

”ვაი, სირცხვილო! არგიველნო! თქვე უბადრუკნო,

მხდალი შველივით რას გაშეშდით ზარდაცემულნი

ველზე გაჭრილნი შედგებიან ხოლმე მაშვრალნი

245 და მათ ძარღვებში არ ბოგინობს სული და ძალა.

თქვენც ასე დგახართ და აყოვნებთ ბრძოლის დაწყებას.

განა მოელით, სანამ მოვა ყველა ტროელი

ჩვენს ხომალდებთან, აქაფებულ, თეთრ ზღვის კიდეზე,

რომ იქ გაიგოთ, თუ რა ხეირს დაგაყრით ზევსი”

250 ასე უვლიდა, ამხნევებდა მებრძოლთა რიგებს,

მიადგა კრეტელთ, როცა განვლო მხედართა დასი.

იდომენევსთან იდგნენ, ბრძოოლად ემზადებოდნენ

მათი ბელადი ტახსა ჰგავდა გამძვინვარებულს,

იქვე ფალანგებს აღაგზნებდა მხნე მერიონე.

255 მათი შემყურე აგამენონ აივსო ლხენით

და იდომენევსს ტკბილი სიტყვით მიმართა მოყმემ:

”გმირო, ცხენმრავალ დანაელთა მებრძოლებს შორის

ომშიც, საქმეშიც მუმდა მყავხარ გამორჩეული,

ზეიმის ჟამსაც, როცა მწდენი შუშხუნა ღვინოს

260 შეუზავებენ მონადიმე არგიველთ ხოლმე.

და წინამძღოლნი თმახუჭუჭა აქაველების

შეექცევიან სასმისს, მაგრამ შენი ფიალა

83

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!