30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ჯორებს დაადეს ზედ უღელი მუხლებმოუღლელთ,

მისიელებმა რომ არგუნეს ჯილდოდ პრიამოსს.

ეტლთან ცხენები მიიყვანეს, რომელთაც მეფე

280 თვითონ უვლიდა ხოლმე ლაღად ნაგებ თავლებში.

ქონგურებიან სასახლის წინ ეტლში შეაბეს

ბრძნული ფიქრებით აღგზნებულმა მეფემ და მაცნემ.

ამ დროს მოვიდა ნაღვლიანი დედა ჰეკაბე,

თან მოიყოლა ღვინო, სიმხნის მომნიჭებელი,

285 თასი ოქროსი, რომ წასვლის წინ მეფეს ზედაშე

ესხურებინა. წინ დაუდგა ცხენებს და ბრძანა:

”ღვინო ასხურე და ილოცე, რომ ყოვლისშემძლემ

შინ დაგაბრუნოს, კადნიერი გული რაკიღა

ჩემს უნებურად გემებისკენ მიგიწევს აგრე.

290 ილოცე ზევსის მიმართ, მეფევ, შავღრუბლიანის,

რომელიც ტროას ზედ დასცქერის იდას თხემიდან,

სთხოვე - ფრინველი, სწრაფფრთიანი მაცნე, კრონიდის

უსაყვარლესი ჩიტი, ყველა ფრთოსანზე მძლავრი,

მარჯვენა მხრიდან მოგვივლინოს, რომ თვით იხილო

295 და რწმენით სავსე მიეახლო დანაელთ გემებს.

თუ თავის მაცნეს არ მოგივლენს ელვისმტყორცნელი,

შეგეხვეწები, დაგარწმუნებ, არგიველთ გემებს

აღარ ეწვიო, რაზომ მტკიცედ არ ესწრაფოდე!”

მყისვე მიუგო პრიამოსმა, ღვთაების მსგავსმა:

300 ”მე არ უარვყოფ, დედაკაცო, შენს აზრს ჭკვიანურს.

მმართებს აღვაპყრო ლოცვად ხელნი მეუფისადმი!”

თქვა და უბრძანა თვის მოახლეს მოხუცმა მეფემ,

უმალვე წყალი მოერთმია. ქალმა მაშინვე

როფი დაუდგა, მიაწოდა თუნგი მბრძანებელს.

305 მეფემ გადისხა ხელზე წყალი მიწოდებული,

ასხურა ღვინო და ეზოში შეუდგა ლოცვას,

ზეცად მიაპყრნა თვალნი თვისნი და შეღაღადა:

”ზევსო მამაო, სახიერო, ყოვლად ძლიერო!

ო, მიმიყვანე სასურველ და ბედკრულ პელიდთან!

310 მძლავრი ფრინველი, სწრაფფრთიანი მაცნე, უმხნესი

ფრთოსანთა შორის, შენ რომ გიყვარს ყველაზე მეტად,

მარჯვენა მხრიდან მომივლინე, მსურს თვით ვიხილო

და რწმენით სავსე მივეახლო დანაელთ გემებს!”

ასე ევედრა და უსმინა ბრძენმა კრონიდმა.

315 სწრაფად ფრინველი შთამოგზავნა უერთგულესი,

რომელსაც კაცნი უწოდებენ შავფრთიან არწივს.

როგორც გაშლილა ფართოდ სხვენი ჭერმაღალ სახლის,

მდიდარ მოყმეს რომ საკლიტურით აქვს დაკეტილი,

ისე განივრად გაიშალა ფრთები, არწივმა

320 როცა მხარმარჯვნით ჩაიქროლა ცად მოლივლივემ,

393

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!