30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რომ არგიველნი ჩაგისაფრდნენ. თვით აქილევსმა

780 მომცა პირობა, როს გამიშვა; არ შეგაწუხებს

მანამდის, სანამ მეთორმეტე დღე შესრულდება”.

ასე ბრძანა და ტროელებმა ჯორ-სახედრბი

შეაბეს ურმებს, მოიყარეს ქალაქთან თავი.

ცხრა დღე მოჰქონდათ მათ ტროაში შეშა უზომო,

785 მეათე დღეს კი, როს გამოჩნდა ელვარე ეოს,

გლოვა-გოდებით მიიტანეს ჰექტორის გვამი,

კოცონზე დადეს და შეუნთეს ცეცხლი გიზგიზა.

ადგა ეოსი ცად ვარდისფერთითებიანი

და გმირ ჰქტორის ნაკვერჩხლებთნა მოგროვდა ხალხი

790 აურაცხელი, ყველამ თავი რომ მოიყარა,

ჩააქრეს მაშინ ნაღვერდალი, ღვინო ასხურეს,

სადაც კი ცეცხლი გიზგიზებდა. შემდეგ ღადარში

ძმებმა მოკრიფეს თეთრი ძვლები და მეგობრებმა.

მწარედ მოთქვამდნენ, უხვად ღაწვზე სდიოდათ ცრემლი.

795 ძვირფასი ნეშთი ნელა ჩადეს ოქროს ლარნაკში,

თხელი პეპლოსი დააფარეს ძოწით მოსილი,

ღრმა სამარეში ჩაასვენეს, ხოლო ზემოდან

დიდი ლოდები დააფარეს, მჭიდროდ დატკეპნეს,

შემდეგ ყორღანი აღუმართეს, დუდგნენ მცველნი,

800 რომ არ დასხმოდა სპა აბჯროსან აქაველების.

საფლავს მიწა რომ დააყარეს, ყველა წავიდა.

დიდი ქელეხი გაიმართა დიდ სასახლეში

ზევსის საყვარელ მეფის - მოხუც პრიამოსისა.

ასე დაკრძალეს იმ დღეს ჰექტორ, გმირი მხედარი.

405

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!