30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თამაშით დაღლილს როცა ძილი მოერეოდა,

ძიძის წიაღთან სარეცელზე ეძინა ტკბილად,

თვის რბილ ყურთუკზე გაბრწყინებულს სიამოვნებით.

505 ახლა რა ელის უმშობლო და უბედურ ყმაწვილს -

ჩვენს ასტიანაქტს ტროელები ასე უხმობენ,

რადგან შენ ერთი ბჭეს იცავდი და ტროის ციხეს.

ახლა კი მტრების ხომალდებთან, შორს ქალაქიდან,

ჭიები გხრავენ, ძაღლთა მიერ დაფლეთილს, შიშველს!. . .

510 შიშველი წევხარ! სამოსი კი რაოდენია

შენს პალატებში, ტროელ ქალთა ხელით ნაქსოვი!

მათ მე ბედკრული ახლავ ცეცხლის ალში გავახვევ,

აგრე ოხრად რომ დაგრჩენია! მამაც ტროელთა

და ტროელ ქალთა თვალწინ დავწვავ შენს სადიდებლად!”

515 ასე გოდებდა. მასთან ერთად გლოვობდნენ ქალნი.

ქება ოცდამესამე

პატროკლეს დაკრძალვა. ასპარეზობა

ასე გოდებდნენ ტროელები. აქაველნი კი

თავიანთ ბანაკს დაუბრუნდნენ და ჰელესპონტთან

მაშინვე წავიდ-წამოვიდნენ ხომალდებისკენ.

მირმიდონელნი აქილევსმა როდი დაშალა.

5 შუაში ჩადგა და მიმართა ომისმოყვარეთ:

”მირმიდონელნო, ძმანო ჩემნო, მარდნო მხედარნო!

ეტლიდან ნუღარ ავხსნით ცხენებს ქედმორკალულებს.

ეტლითვე მივალთ, დავიტირებთ მედგარ პატროკლეს

და რაც ეკუთვნის მიცვალებულს, მივაგებთ პატივს.

10 მაგრამ გოდებით და ტირილით გულს რომ ვიჯერებთ,

ავხსნათ ცხენები და სერობა გავმართოთ ყველამ”

თქვა და დაიწყო გლოვა.

მთელი რაზმი ტიროდა.

სამჯერ გვამს ირგვლივ მოუარეს გრძელფაფრიანი

მარდი ცხენებით, აღაგზნებდა გლოვას თეტისი.

15 გარშემო ქვიშა ირწყვებოდა და სველი იყო

ცრემლით აბჯრები. გმირი ასე გამოიტირეს.

პელიდმა იწყო მწარე მოთქმა, მძლავრი ხელები

მკერდზე დაადო მიცვალებულს, უსულო მოძმეს:

”ო, გიხაროდეს თვით ჰადესის მღვიმეშიც, გმირო!

20 ვასრულებ, რისი აღთქმაც მოგეც, ძმაო პატროკლევ!

აქ მოვათრიე ძაღლთა წილად ჰეტორის გვამი

და შენს კოცონთან თორმეტ რჩეულ ტროელ მეომარს

364

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!