30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თორნმოელვარე მენესთიოს უძოდა ერთ რაზმს -

სპერქეიოსის ძე, მდინარის, ცით ჩამოღვრილის:

175 მალულა თურმე შმაგ ნაკადთან შვა პოლიდორემ -

პელევსის წულმა, ქალმა ღმერთთან შეერთებულმა.

თუმც ისიც უთქვამთ, პერიერიდ ბოროსგან ჰყავსო,

რომელმაც მასზე იქორწინა დიდძალ საფასით.

მეორე რაზმი მოჰყვებოდა მამაც ევდოროსს.

180 იგი ფერხულში უებარმა, ფილანტის ქალმა

შვა - ჰოლიმელემ. ჰერმეს ღმერთი მხიარულ ქალწულს

დამონებია, როს ტკბილხმიან გუნდში უხილავს,

ოქროსისრიან არტემისის დღესასწაულზე.

კოშკში შესულა, საიდუმლოდ შეუღლებულა

185 ქალწულთან ღმერთი. და შვა ქალმა ძე მშვენიერი -

ევდოროს - სწრაფი ასპარეზზე, შმაგი ბრძოლაში.

ელეითიამ, მშობიარის შემწემ, ამ ქვეყნად

გამოაჩინა ძე, აჩვენა მზის ბრწყინვალება

და ექეკლესმაც, აქტორის ძემ, ცოლად დაისვა

190 შინ პოლიმელე, როს გაიღო საზღო დიდძალი.

ხოლო ფილანტმა, მხცოვანმა, შინ, თვის სასახლეში

გაწვრთნა ყმაწვილი, შეუყარდა გულით, ვით შვილი.

მესამე რამზს კი მოუძღოდა პეისანდროსი -

მაიმალის ძე.

მირმიდონელთ შორის ვერვინ

195 მხედრად ვერ სჯობდა, აქილევსის მეგობრის გარდა.

მეოთხე იყო ფოინიქსი, მცხოვანი გმირი,

მეხუთე რაზმთან - ალკიმედოტნ, ძე ლაერკვესის.

რაზმებს თავკაცნი დაუყენა, მწყობრად დააწყო.

და ხელმწიფური სიტყვა უთხრა მათ აქილევსმა:

200 ”მირმიდონელნო, გაიხსენეთ მუქარის სიტყვა,

გემებთან ტროელთ რომ უთხარით, როს სამართლიან

რისხვით ვიწვოდი. თქვენ ხომ მაშინ მეც შემარცხვინეთ:

შე საზარელო, ალბათ შხამით გაგზარდა დედამ,

რომ შენს მეგობრებს გემებიდან არ იშორებო!

205 ბარეღამ სახლში დავბრუნდეთო, დაუნდობელო,

რაკიღა გული ბოროტ ბოღმით გგსივებია!

განრისხებულნი ამ სიტყვებით მხვდებოდით ხოლმე.

ახლა დაგიდგათ ბრძოლის ჟამი, ამას ნატრობდით!

მაშ, ვისაც ერჩის გული, ტროელთ შეებას მედგრად!”

210 თქვა და აუთნო ყველას სული და სიმამაცე.

მეფის სიტყვაზე უფრო მჭიდროდ შეიკრნენ სპანი.

ვით კირითხურო აგებს კედელს მტკიცე ქვებისგან,

მიჯრით დააწყობს, შეკრავს და გზას დაუხშობს ნიავს,

ისე ეკვროდა ერთურთს რვალის ფარ-მუზარადი.

215 ფარი ბაკმულ ფარს, კაცი კაცს და ჩაჩქანი ჩაჩქანს

შენივთებოდა, ეხებოდა ზუჩს ბოლო ზუჩის -

266

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!