30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

”უკვდავთ სადარო აქილევსო, მოიგონებდე

მამას, ჩემსავით სიბერის ზღუბლს მიწევნილს, მხცოვანს!

ვინ იცის, ახლა გარს ეხვევა ეგების მტერი,

არვის არ ძალუძს იხსნას იგი განსაცდელისგან.

490 მაგრამ შენ როცა ეგულები, ხარობს ის შენით

და ცისმარე დღე იმედი აქვს შვილთან შეხვედრის,

როცა ტროიდან დაბრუნდები სამშობლო მხარს.

მე კი - უბედურს დამიზრდია აბჯარასხმულნი

ძენი ტროაში, მათგან ერთიც არ შემრჩენია!

495 ორმოცდაათი შვილი მყავდა აქაველების

შემოსევამდე.

ათცხრამეტი - ერთი დედისგან,

დანარჩენები სხვა ძვირფასმა შობეს ცოლებმა.

ბევრ მათგანს, ბედკრულს, გადუმსხვრია არესმა მუხლი.

ერთიღა დამრჩა, ის იცავდა ქალაქს და მცხოვრებთ,

500 შენ ისიც მოკალ - სამშობლოსთვის მებრძოლი გმირი,

ჩემი ჰექტორი!

აქაველთა გემებს ვეწვიე:

მსურს დიდძალ განძით დავიბრუნო მისი სხეული.

ო, ღმერთებს ეცი პატივი და გებრალებოდე.

გახსოვდეს მამა, მე ხომ უფრო შესაბრალი ვარ:

505 მოვესწარ, ქვეყნად არავის რომ არ მოსწრებია -

ჩემი შვილების მკვლელს ვუკოცნი საზარელ ხელებს. . .”

ასე უთხრა და გულსაკლავად ფიქრი აღუძრა,

მან ხელი ჰკიდა მოხუცის მკლავს, გვერდზე გასწია.

ორივ მიეცა მოგონებას, პრიამოს ცხარედ

510 შვილს დასტიროდა აქილევსის ფეხქვეშ განრთხმული,

აქილევსი კი ხან მამას, ხან ძმობილს - პატროკლეს,

გულამოსკვნილი მოთქმა მათი ისმოდა ირგვლივ.

გული იჯერა აქილევსმა ცრემლების ფრქვევით,

და რა გაულღვა დამდაღველი სევდა-ნაღველი,

515 მყისვე წამოდგა და მოხუცი წამოაეყენა

თეთრი თმა-წვერის სისპექტაკით გულმოლბობილმა.

ასე დაიწყო და მიმართა ფრთიანი სიტყვით:

”ბედშავო კაცო! რამდენ ვარამს გაუძლო გულმა,

როგორ გაბედე აქაველთა გემებთან მოსვლა,

520 მასთან, ვინც მრავალ შენს ნაშიერს მოუღო ბოლო

მოხუცო, მკერდში თურმე რკინის გული გქონია!

მაგრამ დამშვიდდი, აქ ჩამოჯექ, მეფევ სვიანო!

ხამს მწუხარება გულში ჩავკლათ და გავიყუჩოთ.

რას გვარგებს ცრემლი და ქვითინი გულისმომკვლელი

525 ღმერთებმა, ყოვლის შემძლეებმა, ბედშავ მოკვდავებს

დარდი დაგვითმეს: უდარდელი მხოლოდ ღმერთია!

კრონიდის ზღურბლთან ძღვენით სავსე ორი ყუთი დევს,

ერთი ბდნიერთ მიეცემა, მეორე - ბედკრულთ.

398

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!