30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

395 ღირსეულ გვარის პირმშო, ქალი ჰეტიონისა.

ტყიან პლაკეში, ფერდობებზე ცხოვრობდა იგი, -

პლაკიის თებეს, კილიკიელთ მთავარი მძლავრი.

მთავრის ასული ცოლად ესვა ჰეტორს აბჯროსანს.

შეხვდნენ ერთმანეთს, ცოლს მოსდევდა მოახლე ქალი

400 და ხელთ ეჭირა ჩვეილი ბავშვი, ჯერეთ უენო,

მათი შობილი, მშვენიერი, ვარსკვლავთსადარი.

მამა ეძახდა სკამანდრიოსს, ტროის მცხოვრებნი

კი - ასტიანაკტს: ტროის ბურჯი ჰექტორიაო.

მამა შვილს ჩუმად შესცქეროდა და იღიმოდა.

405 იქავე იდგა ანდრომაქე ცრემლმორეული.

ხელი ჩაავლო ძვირფას ქმარს და მიმართა ასე:

”ეგ სიმამაცე გღუპავს, კაცო გასაოცარო:

არ გეცოდება არცა ჩვილი, დედაც ბედშავი!

დაგიქვრივდები, უბედური. არგიველები

410 თავს დაგესხმიან ვაგლახ, შენგან დატევებულსა

მიწამც გამისკდეს! ვეღარასდროს შვებას ვერ ვპოვებ,

თუ ბედისწერამ დაგვაშორა, ხვედრად ვაება

არ ამცილდება

არც მამა მყავს, არც სათნო დედა!

მოხუცი მამა აქილევსმა მოკლა ფეხმარდმა,

415 როცა ქალაქი დაანგრია კილიკიელთა,

მაღალბჭიანი თებე.

მოკლა თვით ჰეტიონი,

ვერ კი გაბედა გაეძარცვა; გულით შეძრწუნდა:

მოხუცი დასწვა აღჭურვილი ძვირფას საჭურვლით.

ფერფლზე ტაგრუცი ააშენა და მის გარშემო

420 ნიმფებმა, ზევსის ასულებმა, გორა აღმართეს.

და ჩემმა ძმებმაც, - დამრჩენოდა შვიდი ღვიძლი ძმა, -

ერთ დღეს ჰადესის ჯურღმულებში სავანე ჰპოვეს.

სვეუბედურებს აქილევსმა მოუღო ბოლო,

ჯოგში მიაგნო ბოჩოლებს და ხუჭუჭა კრავებს.

425 მუხნარი პლაკეს დედოფალი, დედაი ჩემი

ტყვედ წაიყვანა სხვა საბრძოლო ალაფთან ერთად,

თუმცა გაუშვა, უთვალავი საზღოს საფასით.

დედაც მომიკლა ფოიბოსმა საკუთარ სახლში!

ჰექტორ, შენა ხარ ჩემი ყველა - მამაც და დედაც!

430 შენ ჩემი ძმაც ხარ ერთადერთი, ქმარიც უბადლო!

ნუ წახვალ, დარჩი, შემიბრალე, ნუ დამიობლებ

შვილს და შენს ცოლსაც ნუ დასტოვებ ქვრივ-ოხრად, ჩემო!. . .

ჩვენი ლაშქარი დააყენე იქ, ლეღვის ხესთან,

სად გალავანზე მტერს ამოსვლა ეადვილება.

435 სამგზის დაგვეცნენ იმა მხრიდან აქაველები,

იდომენევსი და ორივე მძლე აიანტი,

ატრევის ძენი, ტიდევსის ძე, მძლავრი მებრძოლი.

122

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!