30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ერთი ფიცსა სდებს და უცხადებს ხალხს, რომ მთლიანად

500 გადაიხადა, მეორე კი მტკიცედ უარყოფს

გადუწყვეტიათ, გადაეჭრათ მოწმეებს დავა,

ხალხი ყაყანებს, თავისიანს ემხრობა ყველა.

მაცნე ბრბოს აცხრობს, უხუცესნი ქალაქისანი

წყნარად თლილ ქვებზე ჩამომსხდარან წრის შუაგულში.

505 მჟღერხმიან მაცნეთ მიუციათ მათთვის კვერთხები,

ერთი მეორის მიყოლებით მსჯავრს წარმოთქვამენ.

წრეში დევს ოქროს მოელვარე, ორი ტალანტი

მისთვის, ვინც უფრო სამართლიან მსჯავრს გამოიტანს.

მეორე ქალაქს შესევია ორი ლაშქარი,

510 ელვარებს მათი საჭურველი. ორი რამ უნდათ:

ციხის დაქცევა, ან არა და წილად მიღება

თვით მცხოვრებთაგან ყველა სარჩო-საბადებელის.

ხოლო ისინი უარობენ, ემზადებიან.

კოშკზე უშვებენ საყვარელ ქმრებს დედაკაცები,

515 ყმაწვილთ უსუსურთ და სიბერით დათრგუნვილ კაცებს

დიაცნი ცვლიან, არესი და პალასი ახლავთ,

ორივ ოქროსი, შემოსილი ოქროს სამოსით.

რა მშვენებაა! საჭურველიც - რა დიდებული!

მართლა ნამდვილი ღმერთებია!

ქვემოთ მებრძოლნი

520 მიდიან, სადაც ეგულებათ მყუდრო საფარი,

მდინარის პირას, აქ ჩანს ჯოგთა სარწყულებელი.

წყნარად სხედან, თავს უმშვენებთ ლევარე რვალი,

ორი მსტოვარი მოშორებით ველს უთვალთვალებს:

ხომ არა ჩანსო ცხრების ფარა, საქონლის ჯოგი

525 მალე გამოჩნდა, ორი მწყემსი მიუძღვებოდა

და თან სალამურს აჟღერებდა, ვერ გრძნობდნენ მახეს.

სწრაფად ესხმიან თავს წყლის პირას ჩასაფრებულნი.

ეკვეთებიან ხარებს და ცხვრებს ვერცხლისმატყლიანთ,

მწყემსებმსა ჰკლავენ, იტაცებენ ჯოგსა და ფარას.

530 როგორც კი კოშკში ღრიანცელი შეესმა მხედართ,

გალავნის გუშაგთ, მსწრაფლ ამხედრნენ ფიცხელ ცხენებზე,

სადაც განგაში ატყდა, გაჩდნენ იქ მეყსეულად,

მხარიმხარ დადგნენ, წყლის ნაპირას გაჩაღდა ბრძოლა.

ერთურთს ეძგერნენ, სპილენძის შუბს მოცლა არა აქვს.

535 ღვარძლი, გნიასი და სიკვდილი ჯარს დაერია.

სიკვდილის ღმერთი ხან მომაკვდავს, ხან კი მოსაკლავს,

ხან მოკლულს ბრძოლის სარბიელზე ფეხით დაითრევს,

გაწითლებია კაცის სისხლით მკერდზე ქულაჯა.

როგორც ცოცხალი მებრძოლები,ისე იბრძვიან

540 შმაგი ღმერთები, დგამენ გორას სისხლიან გვამთა.

ფარზე ხატია ფართო ველი და ხოდაბუნი,

ფხვიერი, სამგზის გადახნული, მიწათმოქმედნი

313

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!