30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

735 ზევსს და ათენას შევევედრეთ და მტერს შევებით.

პილოსელებმა ეპეელებს რომ შეუტიეს,

მოყმე განვგმირე და მოვტაცე მარდი ცხენები

მებრძოლ მულიოსს, ავგეასის - ბელადის სიძეს,

უფროს ასულის, ქერათმიან აგამედეს ქმარს.

740 რაც კი რამ ქვეყნად სამკურნალო ბალახი ხარობს,

ყველა იცოდა. შემეფეთა და დავკარ შუბი.

ძირს დაენარცხა, მე კი უმალ მის ეტლს შევახტი,

მეწინავეთა შორის გავჩნდი და ეპეელნი

ერთი-მეორის მიყოლებით ილტვოდნენ.

მოყმე,

745 მათი ბელადი, აბჯროსანი რა ნახეს მკვდარი.

ლტოლვილთ მოვედე, ვით მძვინვარე შავი გრიგალი,

ეტლი ხელთ ვიგდე მე ერგასი თითოსგან ორ-ორს

შუბით განგმირულს ვაღრღვნევინე მიწა კბილებით.

ორ აკტორიდსაც, მოლიონებს, არ დავინდობდი,

750 რომ მრავლის შემძლე მიწისმრყეველს, მათს მშობელ მამას

არ დაეფარა შავი ღრუბლით და არ ეშველა.

პილოსელ მოყმეთ ზევსმა ძლევა არგუნა მტერთა

მედგრად მივდევდით მინდორ-მინდორ ლტოლვილთ და

ვსპობდით,

თან გზადაგზა ვაგროვებდით მდიდრულ საჭურველს,

755 სანამ ცხენები მივაგელვეთ უპრასიოსში,

იქ ოლენიეს ტინი გახლავთ, ალესიოსის

სერიც იქვეა. მაგრამ ამდროს უკვე ათენამ

შემოგვაბრუნა. იქ ბოლო მტერს ავართვი სული.

უპრასიოსით პილოსისკენ ვაჭენეთ ცხენნი.

760 ღმერთთაგან სპა ზევსს ადიდებდა, კაცთაგან - ნელიდს!

ოდესღაც ვიყავ მე ასეთი, გმირთა მძლეველი!

ხოლო პელიდი სიმამაცეს თვის თავს უნახავს.

თუმც ვიცი, იგლოვს ვაი-ვიშით ჩვენს იავარქმნას!

ძმაო, განა შენ არ გმოძღვრავდა მენეტიოსი,

765 როცა ფთიიდან გაგაყოლა ატრიდის ლაშქარს

მე და ოდისევს გახლდით იმ დროს პელევსის სახლში,

კარგად გვესმოდა, მამაშენი რას გარიგებდა,

პელევსის პალატს, ლაღად მორთულს ვეწვიეთ მაშინ,

რომ ბრძოლად გვეხმო აქაველთა ქვეყნის ლაშქარი.

770 მაშინ ვიხილეთ აკტორიდი მენეტიოსი,

შენც, აქილევსიც იქ იყავით, ხოლო პელევსი

ელვისმოყვარე ზევსს სწირავდა მოზვერის ნეკნებს,

ეზოში იდგა, ხელში ოქროს თასი ეჭირა

და წმინდა ალზე ასხურებდნენ კამკამა ღვინოს.

775 ზვარაკის ნაწილს თქვენა წვავდით. მე და ოდისევს

შევდექით ბჭესთან. აქილევსი გაოცებული

შეგვხვდა, მოგვკიდა ხელი, მყისვე შინ შეგვიყვანა,

198

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!