30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

415 სახელს ეტყოდა ყოველ მოყმეს მავედრებელი:

”გამიშვით მარტო, ნუღარ ზრუნავთ ჩემზე, გავიდე

ამ ქალაქიდან! აქაველთა ვეწვევი გემებს. . .

შევევედრები ჩემს დამღუპველს, გულქვა ავაზაკს,

ეგების ასაკს სცეს პატივი, სიბერეს ძაბუნს. . .

420 ისიც კაცია, მასაც ხომ ჰყავს ჩემებრი მამა,

მოხუცი პელევს, რომელმაც შვა და გამოზარდა

ტროელთა ჭირად, ჩემდა ჭირად ყველაზე ემტად!

რამდენი შვილი მოწიფული წამართვა, მაგრამ

ყველაზე გული ნაკლებ მიწუხს, ვიდრე ამ ერთზე!. . .

425 მალე ჰადეის ბჭეს მაახლებს ჰექტორზე დარდი. . .

ჩემს ხელზე მაინც დაელია სული უბედურს!. . .

მოვიოხებდით გულს ქვითინით, ოხვრა-გოდებით

დედა ბედკრული და მე, მამა ნუგეშმიხდილი!. . .”

ასე გოდებდა. ირგვლივ გვრინი ისმოდა გლოვის.

430 ტროელთ დიაცთა შორის იწყო მოთქმა ჰეკაბემ:

”შვილო, უბედურს სატანჯველად არ მსურს სიცოცხლე!. . .

შვილო, ყოველი დამიკარგავს მე შენთან ერთდ!. . .

დღითა და ღამით შენ იყავი დიდება ჩვენი. . .

იმედი ჩვენი, ტროელთ ქალთა, ტორლ მამაცთა!. . .

435 მფარველ ღმერთივით გევლებოდნენ. . . შენი სიცოცხლით

უხვეჭდი სახელს. . . და შენ მოგწვდა სიკვდილი, შვილო!. . .”

ხოლო მეუღლეს არაფერი გაუგონია,

მაცნე ერთგული არ მისულა, არ უთქვამს მისთვის,

რომ გმირი ჰექტორ ველზე დარჩა კარიბჭის გარეთ.

440 მოსასხამს ქსოვდა, დამჯდარიყო შორეულ კოშკში.

ფერად აშიებს აყოლებდა სხივოსან ქსოვილს.

ადრევე უთხრა ლამაზთმიან მოახლე ქალებს

ცეცხლზე სამფეხა შეედგათ და მზად ჰქონდათ

ბრძოლიდან მოსულ ჰექტორისთვის თბილი აბანო.

445 ბედშავს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ სახლიდან შორს

პელიდმა დასცა და ათენამ დააცხრო გმირი.

ანაზდად ესმა გლოვა, შიშით ათრთოლდა ქალი

და გაუვარდა ჯარატარი მყისვე ხელიდან.

ადგა და ორსავ ლამაზთმიან მოახლეს უთხრა:

450 ”მომყევით! ვნახოთ, იქ რა ხდება! მესმის კივილი

დედამთილისა. . . ვაი, გული ყელს მებჯინება!. . .

ისე ძგერს, ლამის ამომვარდეს! მომეჭრა მუხლი!. . .

ჩანს, პრიამოსის ძეთ დაატყდა უბედურება!. . .

ო, ნურც მსმენია!. . . მაგრამ შიშით ვთრთი და ვცახცახებ. . .

455 ნუთუ გმირ ჰექტორს გზა მოუჭრა გალავნისაკენ

და აქილევსი ღვთაებრივი მისდევს ფეხდაფეხ

ხომ არ დაუცხრო სიმამაცე საბედისწერო

362

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!