30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

175 რომ გმირ ენეასს, სულდიდს, უმალ შერკინებოდა.

როგორც კი თვალი მოჰკრეს ერთურთს, იჩქარს შებმა.

ჯერ ღვთაებრივმა აქილევსმა მიმართა მოყმეს:

”რად გამოეყავ, ენეასო, მხედრობას შენსას

განა მოგიწევს გული ჩემთან შესარკინებლად,

180 ამაყ იმედით, რომ ტროელთა იქნები მეფე,

მემკვიდრე მოხუც პრიამოსის მეც რომ დამჯაბნო,

ქონებას იგი შენ არ მოგცემს, მას ჰყავს შვილები

და არ მერყეობს, თუკი გულში ჩაიდო რამე.

იქნებ ტროელნი გთავაზობენ წილს - ვრცელ ველ-მინდვრებს

185 სახნავ-სათესად, ნახირისთვის საიალაღოდ,

თუკი მძლევ ვეჭვობ, ეგ გმირობა გაგიძნელდება!

უკვე წინათაც გაექეცი, მახსოვს, ჩემს ოროლს.

თუ დაგავიწყდა, ჯოგთან მარტო რომ მიგიმწყვდიე,

გერეკებოდი იდას მთიდან

გარბოდი როგორ!

190 უკან მოხედვას ვერ ბედავდი დაფეთებული!

შენ ლირენსოსის გალავანში შემასწარ, მაგრამ

ნაცრად ვაქციე ათენას და ზევსის შეწევნით.

ქალნი მონებად გავირეკე, თავისუფლება წავგვარე!

შენ კი გიხსნეს ზევსმა და სხვა ღმერთებმა.

195 დღეს, ვფიქრობ, იგი ვერ გიშველის, თუმც გაქვს იმედი!

მაგრამ მიიღე ჩემი რჩევა, ახლავე ლაშქარს

თავი აფარე! ნუ მეჩრები, სანამ სიკვდილი

მოგიღებს ბოლოს! აქ რაც ხდება, ბრიყვიც კი ხედავს!”

ამაზე უთხრა ენეასმა ფეხმარდ აქილევსს:

200 ”ჩემს დაშინებას იმედოვნებ ფუჭი სიტყვებით,

თითქოს ბალღი ვარ უასაკო! მეც ხომ იოლად

ძალმიძს გაკადრო თავხედური და მწარე სიტყვა!

ვიცით ორივემ მოდგმა ჩვენი, მშობენიც ვუწყით,

თვითონ გვსმენია მოკვდავთაგან თქმულება ძველი.

205 მაგრამ შენ ჩემნი, მე კი შენნი როდი გვინახავს.

შენზე ამბობენ, ძე არისო ქველი პელევსის,

დედად თეტისი ჰყავსო ლამაზდალალიანი.

მე კი სულდიდი ანქისეს ძე ვარ ღირსეული,

დედა-შმობელი მშვენიერი აფროდიტეა!

210 დღეს რომელიმეს დატირება მოუწევს შვილის:

არა მგონია, რომ ბალღური წაკინკლავება

ვიკმაროთ, ერთურთს გავეცალოთ ბრძოლის ველიდან.

უკეთუ გნებავს, მოგახსენებ ჩემს განთქმულ მოდგმას,

რომ შენც იცოდე, რაიც ბევრმა მოკვდავმა იცის.

215 დარდანოს - ჩვენი წინაპარი შობა თვით ზევსმა.

მან დაარსა დარდანეთი, ჯერ ილიონი

არც არსებობდა ქვეყნად - მოკვდავ კაცთა ქალაქი.

330

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!