30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ჰალიძონები ეპისტროფოსს,ოდიოსს მოჰყვნენ

ვერცხლის შორეულ საბადოდან - ალიბეს მხრიდან.

(II, 856-857).

ამრიგად, ”ხომალდთა კატალოგის” ცნობით აქილევსი, როგორც მოკავშირე, გამოყოფილია

ბერძენთა სიიდან. რამდენად ამართლებს პოემის შინაარსი ამ ცნობას, აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა

სიუჟეტის განვითარებისათვის, თემის გახსნისათვის აქილევსის პელაზგობას, თუ ეს უბრალო

ახირებაა, ან რაიმე ძველი მითის ანარეკლი და ჩვეულებრივი ტრადიცია, რომელსაც

ანგარიშმიუცემლად იმეორებენ

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ აქილევსს ტროის ომში მონაწილეობის მიღება არ სურდა და

ამიტომ ქალურად გადაცმული თავის ბიძაშვილთან სამარცხვინოდ იმალებოდა, სანამ ოდისევსმა არ

გამოააშკარავა მისი დეზერტირობა. რატომ დასჭირდათ ბერძნებს ასე დაემცირებინათ უსაყვარლესი

გმირის ავტორიტეტი სამართლიანად შენიშნავს აკად. ს. ყაუხჩიშვილი: ”როგორი გმირთა-გმირია

აქილევსი, თუკი მას ომში მონაწილეობისა ეშინია რომ ის უმამაცესი გმირია, ამის უარყოფა არ

შეიძლება; მაშასადამე, თუ მას ომში მონაწილეობის მიღება არ სურს, ეს იმიტომ, რომ იგი არ არის

ბერძენი და ბერძენთა მხარეზე ომში მონაწილეობის მიღება არ უნდა; ის სწორედ იმ წინაბერძნული

მოსახლეობის რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ბერძნებმა დაიმორჩილეს”. 9

იცნობდა კი ჰომეროსი ამ მითს, იზიარებდა განა ამ მითის იდეას ”ილიადაში” არ გვხვდება

ასეთი თქმულება, მაგრამ პოემა იმ აზრითაა გამსჭვალული, რომ აქილევსს პანელენიური ლაშქრობა

სრულებითაც არ მიაჩნდა მისთვის და მირმინდოელებისთვის სამამულიშვილო საქმედ. პირიქით, იგი

ნატრობდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდა მშობლიურ ფთიას. პირველსავე ქებაში ჩანს

აქილევსისი ასეთი არასაბრძოლო განწყობილება. უფრო მეტიც, როცა ქრისეს შეურაცხყოფის გამო

ბერძენთა მხედრობას საშინელი სენი მუსრავს, აქილევსი თვითონ იწვევს ბელადთა კრებას. ეს არის,

სხვათა შორის, პირველი და ერთადერთი შემთხვევა აქილევსის მიერ კრების მოწვევსა. სხვა დროს

ყოველთვის, ბუნებრივია, ინიციატივას მხედართმთავარი აგამენონი იჩენს. გმირი სარგებლობს

ლაშქრის უბედურებით და ასეთ მოულოდნელ წინადადებას იძლევა:

აგერ მგონია, მრავალტანჯულთ გვმართებს, მეფეო,

შინ გავეშუროთ, თუ გვწადია გავექცეთ სიკვდილს. . .

(I, 59-60).

თუ აქილევშსს შინ გაბრუნება ხელს აძლევდა, ეს ეწინააღმდეგებოდა ბერძენთა

მხედართმთავრის აგამენონის გეგმებს. სწორედ ამიტომ იგი დამამცირებლად მიმართავს აქილევსს:

თავიდან მომწყდი, გაიქეცი, თუ გული გერჩის!

და არ გეგონოს, რომ ვერ დაგთმობ! ღირსებას ჩემსას

სხვაც ჰყავს ქომაგი, უწინარეს - ზევსი დიადი!

(I, 173-175).

და შემდეგ:

შენი გემებით გამეცალე! მხედრობას შენსას -

მირმიდონელთა ტომს უმეფე! არად მიღირხარ!

(I, 179-180).

აგამენონსა და აქილევს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება ააშკარავებს იმასაც, რომ აგამენონს

ბასილევსთა შორის, თურმე, ყველაზე მეტად აქილევსი სძულს, მაგრამ ამ სიძულვილის საფუძველი

პოემაში არსად ჩანს. ეტყობა, საქმე გვაქვს ტომობრივ ქიშპობასთან:

ყველაზე მეტად შენა მძულხარ ბელადთა შორის!

(I, 176).

18

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!