30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

რომ არ აღეძრა, თუმც თვით გმირსაც ესა სწყუროდა:

220 ფართო ნაბიჯით მიაშურა გემებს და კარვეს,

ხელით ეჭირა ძოწეული სამოსის კალთა.

დადგა ატრიდი ოდისევსის მაღალ ხომალდზე,

რომ მიეწვდინა ხმა შუაში მდგომი გემიდან

ტელამონიდის აიანტის და აქილევსის

225 ბანაკებისთვის.

მოსდგებოდნენ თავსა და ბოლოს

საიმედონი მკლავის ძალით და სიმამაცით.

მქუხარე ხმით მან შეუძახა დანაელთ ლაშქარს:

”სირცხვილი თქვენდა, სახით მშვენნო, საქმით უგვანნო!

რა იქნა თქვენი დაქადება - ჩვენ ვართ, რაც ვართო,

230 ლემნოსზე ეგრე მედიდურად რომ ღაღადებდით

ლხინის დროს თქვლეფდით რქოსან ხარებს, სცლიდით ძირამდე

ფიალებს, ღვინით სულ პირამდე ალიცლიცებულს.

ას, ორას ტროელს, თქვენ ამბობდით, თითოეული

თავს აუვალთო! ახლა ერთიც არ ღირხართ ყველა,

235 ერთი ჰექტორი! ცეცხლით გემებს მოადგა იგი!

ზევსო მამაო! ქვეყნის ძლიერ მეფეთა შორის

ვისა სჯი ასე და ვის ართმევ სახელ-დიდებას

მე გვერდი როდი ამივლია შენი კერპისთვის,

ხოფმრავალ გემით როს ვესწრაფე ამ ცოდვისტრიალს

240 არა, ხბოს ფერდთა კვამლი ყოველ ბომონს ვაკმიე.

გულით მეწადა დამელეწა მაღალი ტროა.

ერთი სურვილი შემისრულე ოღონდაც, ზევსო,

შეგვაძლებინე მტრებს გავექცეთ, ნუღარ დაუთმობ

დასაღუპავად აქაველთა ლაშქარს ტროელებს!”

245 თქვა და მოულბო გული მამას, ცრემლთა მფრქვეველმა.

ზევსმა ნიშანი მისცა - ხალხი გადარჩებაო:

ზეცით არწივი მოუვლინა, სანდო ფრთოსანი -

მძლავრი ჭანგებით ჩაებღუჯა ნაზი შვლის ნურკი,

ბომონის ახლოს სისხლიანი მსხვერპლი დააგდო,

250 სად აქაველნი თაყვანს სცემდნე ზევსს ღრუბელთბატონს.

როცა რწივი ნახეს ზევსის მოვლინებული,

მედგრად შეებნენ ტროელთა სპას. გაჩაღდა ომი.

თუმც ბევრი იყო დანაელი, ვერ შეეცილნენ

ტიდიდს დიდებას.

ქედფიცხელი ცხენების გმირმა

255 სანგართა მიღმა გაიყვანდა და მტერს შეება.

პირველად დასცა ფრადმონის ძე აგელაოსი,

მოყმე მეაბჯრე, როცა შიშით ცხენს აბრუნებდა,

ზურგი აქცია მტერს. ტიდიდმა ბასრი ოროლი

ბეჭებში ჩასცა და სისხლიან მკერდში გაურჭო.

260 ძირს დაენარცხა, აჟღარუნდა ტანზე ჯავშანი.

142

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!