30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

როს იდას ძირას, ბარში თავის არვეს ეწვია.

სიმოისიოს იმად ერქვა. მაგრამ ყრმამ დედა

ვერ გაახარა: მოკლე იყო მისი სიცოცხლე,

შუბით შუაში შეუწყვიტა ტელამონიდმა.

480 წინ მიიწევდა, როცა მკერდში შუბმა უწია,

მარჯვენა ძუძუს განეწონა, გაძვრა ბეჭიდან.

მიწას დაასკდა მოყმე, როგორც ვერხვი მთრთოლვარე,

ნოტიო ველზე ამოზრდილი, ნასათუთევი,

სწორი, ხასხასა, ნეტარებით რტოებგაშლილი.

485 ალვას მეეტლე რომ შეარჩევს, ელვარე რკინით

მოჭრის და მოხრის ეტლის ბორბლად, მტვერში მიაგდებს,

უწყალოდ ხმება ხოლმე მშობელ მდინარის პირას.

სიმოსიოს ასე ეგდო ჯავშანახსნილი

აიანტისგან. მას კი ამ დროს პრიამეს ვაჟმა

490 ყრმა ანტიფოსმა შუბი სტყორცნა ორმოტრიალში,

მაგრამ აუცდა, ოდისევსის მეგობარს ლევკოსს

მყის გადუვარდა, დაენარცხა მოკლული მოკლულს.

რისხვით აინთო ოდისევსი მეგობრის გამო,

495 მეწინავეებს გამოეყო, შემართა შუბი,

მიმოიხედა, მოელვარე ოროლი სტყორცნა,

ტროელთა სცადეს აეცდინათ დარტყმა მოყმისა,

ის კი ამაოდ არ გარჯილა: დასცა ოროლი

პრიამოსის ბუშს დეოკოონტს, აბიდოსიდან -

500 ფეხმსუბუქ ცხენთა საძოვრიდან შინ დაბრუნებულს.

შურისმგებელმა ოდისევსმა შუბი აძგერა

ზედ საფეთქელზე, მეორე მხრით გავიდა შუბი,

გადაეფარა მყის წყვდიადი მეომრის თვალებს.

ზათქით დაეცა, აზრიალდა მძიმე ჯავშანი.

505 ჰექტორმა უკან დაიხია, ტროელთ რაზმებმაც.

არგიველებმა შეუყივლეს, გვამნი გაძარცვეს,

კვლავ წინ გაიჭრნენ, გაგულისდა აპოლონ ღმერთი,

ტროელთ აღმგზნები პერგამოსის ბჭიდან ჰყვიროდა:

”წინ, მეომრებო! ნუ დაუთმობთ არგიველთ ბრძოლას,

510 ქვის მკერდი არ აქვთ და სხეული მტკიცე რკინისა,

სპილენძის დარტყმა აინუნში რომ არ ჩააგდონ.

ლამაზთმიანი თეტისის ძე აქილევსიც ხომ

გვერდით არა ჰყავთ, გულის დამღრღნელ რისხვით მოცული”.

ასე გრგვინავდა ღმერთი, მაგრამ ზევსის ასული

515 ტრიტოგენია აღაგზნებდა აქაველთ ლაშქარს,

იქ გაჩნდებოდა, სადაც შემდრკალ რაზმს შენიშნავდა.

ამარინკოსის ძეს დიორესს უმუხთლა ბედმა,

წიბოიანი ლოდი მოხვდა მარჯვენა წვივში:

თრაკიელთ მეფემ სტყორცნა ხელით - აინოსიდან

520 ტროას მოსულმა იმბრასიდმა - გმირმა პიროსმა.

89

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!