30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მთრთოლვარე ხელნი მეგობართა მხარეს განართხო.

550 ანტილოქოსი აბჯარ-ბექთარს აგლეჯდა ტროელს,

თან მტერს მოჯარულს თვალს წამითაც არ აცილებდა.

ფართო ფარს ჩხვლეტდნენ მეომრები, მაგრამ ამაოდ.

თეთრ სხეულს მაინც ვერ შეახეს ბასრი სპილენძი.

პოსეიდონი ანტილოქოსს, ნესტორის პირმშოს

555 თვითონ იცავდა გულმოდგინედ შუბით ღრუბლისგან:

შორს როდი იდგა, მებრძოლთ შორის დაქროდა ღმერთი.

შუბს არ აღირსა მოსვენება, მიწყივ უთრთოდა

მოღერებული საბრძოლველად. ბასრი სპილენძი

ახლოს საგმერად, შორს სატყორცნად მზად ჰქონდა

მუდამ.

560 შენიშნა გმირი ადამანტმა ასიოსის ძემ,

მყის გამოიჭრა, ალესილი სპილენძის წვერი

ფარში აძგერა, მაგრამ ოროლს წაართვა ძალა

პოსეიდონმა, ყრმის სიცოცხლე არ დათმო ღმერთმა.

ვით შერუჯული პალო, ფარში შერჩა ბუნიკი,

565 ხოლო დიბლიგი დაბლაგული ეგდო მიწაზე.

სპას მოეფარა ადამანტი, გაექცა სიკვდილს.

ოროლით მისწვდა მერიონე ლტოლვილს,

ბოქვენთან

ჩააჭდო შუბი, იმ ადგილას, სადაც ჭრილობა

უბედურ მოკვდავს საზარ ტანჯვას აგემებს ხოლმე.

570 ზედ წამოეგო სპილენძს მოყმე და ფართხალებდა,

ვით ურჩი ხარი, სიჯიუტეც რომ ვეღარ შველის

და მეჯოგეებს გაბაწრული ეთრევინება.

ასე ბორგავდა მიჭედილი, ცურავდა სისხლში,

მაგრამ სულ წამით: ამოგლიჯა შუბი ტანიდან

575 მტერს მერიონემ. თვალს წყვდიადი გადაეფარა.

ჰელენოს შეხვდა დეიპოროსს - თრაკიელს და ხმლით

შუბლი გაუპო, ააგლიჯა ჩაფხუტი თავზე.

მიწაზე ეგდო ზუჩი, სანამ აქაველ მხედარს

წილად არ ერგო ფეხებშუა გაგორებული.

580 დეიპოროსის თვალს წყვდიადი მოედო ღამის.

ომნაცად ატრიდს მენელაოსს ყრმა შეებრალა,

მეფე ჰელენოსს დაექადნა, შემართა შუბი,

მან კი მყის მშვილდი მოიმარჯვა მტრის შესახვედრად.

ერთს შუბი ჰქონდა საიმედოდ, ხოლო მეორეს

585 გაჭიმულ ლარზე გადებული ბასრი ისარი.

გულში უმიზნა ფრთაშესხმული ისარი ატრიდს,

მაგრამ სამკერდემ აისხლიტა ბოროტი რვალი.

საცეხველიდან იფანტება ხოლმე ველ-მინდვრად

ბარდის მარცვალი მოლისფერი, შავი ლობიო,

590 თუ ანიავებ, როცა სტვენით ქრის ქარიშხალი.

225

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!